არსენალმა ბეილის დაუმიზნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

არსენალმა ბეილის დაუმიზნა


არსენალმა ბეილის დაუმიზნა

ლევერკუზენის "ბაიერის" ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველით, ლეონ ბეილით, ლონდონის "არსენალი" დაინტერესდა.

ცნობილი გერმანული ტაბლოიდი "Kicker" იტყობინება, რომ "მეთოფეებს" 20 წლის იამაიკელი მოთამაშის გადაბირება ზაფხულში სურთ.

ლეონ ბეილი გერმანულ კლუბს 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა და მისი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ბეილი "ბაიერს" ჩინებულად მოერგო და ბუნდესლიგაში ჩატარებულ 16 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები