ოფიციალურად: მასკერანომ ბარსელონა დატოვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოფიციალურად: მასკერანომ ბარსელონა დატოვა


ოფიციალურად: მასკერანომ ბარსელონა დატოვა

"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხავიერ მასკერანომ გუნდი დატოვა.

ზეგ, ესპანეთის თასის მატჩში "კამპ ნოუზე" კატალონიური გუნდი მეორე კატალონიურ გუნდს, "ესპანიოლს" მასპინძლობს, სადაც არგენტინელ მცველს დაემშვიდობებიან.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ის. 33 წლის მცველი თავისუფალი აგენტი ხდება და ნებისმიერ კლუბში უფასოდ შეეძლება მისვლა.

შეგახსენებთ, რომ მასკერანო "ბარსელონას" ღირსებას 2010 წლიდან იცავდა და საერთო ჯამში 334 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლის გატანა შეძლო.

2010 წელს ის კატალონიაში "ლივერპულიდან" გაემგზავრა და მისი ტრანსფერი 24 მილიონი ევრო დაჯდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები