ინტერს დე ვრეის დამატება სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინტერს დე ვრეის დამატება სურს


ინტერს დე ვრეის დამატება სურს

რომის "ლაციოს" ცენტრალურმა მცველმა, სტეფან დე ვრეიმ, კარიერა შესაძლოა მილანის "ინტერში" გააგრძელოს.

რომაულმა კლუბმა ახალგაზრდა ჰოლანდიელი მცველი ზამთარში დარჩენაზე დაითანხმა, მაგრამ დე ვრეის კონტრაქტი "არწივებთან" სეზონის ბოლოს იწურება და "ნერაძურის" სურს, რომ სტეფანთან წინასწარი ხელშეკრულება გააფორმოს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო, იტყობინება, რომ მილანურ გრანდს დე ვრეის ზაფხულში დამატების იმედი აქვს, როდესაც ის თავისუფალი აგენტი გახდება.

იტალიის სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 25 წლის ჰოლანდიელმა 19 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები