ალეგრი: "მანჯუკიჩი გატანას მალე დაიწყებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალეგრი: "მანჯუკიჩი გატანას მალე დაიწყებს"


ალეგრი:

ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი, მიიჩნევს, რომ მარიო მანჯუკიჩი ფორმაში მალე შევა.

"მანჯუკიჩმა კარგი მატჩი ჩაატარა ისევე, როგორც სხვა ფეხბურთელებმა. გონსალო იგუაინიც გუნდზე თამაშობდა, თავის გამოჩენაც შეეძლო, მაგრამ არ გაუმართლა.

მარიომ კარგად იასპარეზა და დარწმუნებული ვარ, გატანასაც მალე დაიწყებს", - განაცხადა ალეგრიმ.

31 წლის ხორვატმა ფორვარდმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 19 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 4 ბურთი გაიტანა. მარიომ თავი ბოლოს ჯერ კიდევ 2017 წელს, "ბოლონიასთან" მე-17 ტურის შეხვედრაში გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები