რა ელით სანჩესსა და მხითარიანს ახალ გუნდებში? პრემიერ ლიგის მთავარი ბარტერის განხილვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რა ელით სანჩესსა და მხითარიანს ახალ გუნდებში? პრემიერ ლიგის მთავარი ბარტერის განხილვა


რა ელით სანჩესსა და მხითარიანს ახალ გუნდებში? პრემიერ ლიგის მთავარი ბარტერის განხილვა

არსენალი დაუბრუნდება თავის ორიგინალურ სათამაშო სტილს

ბოლო წლებში "მეთოფეები" ჩამოშორდნენ საფირმო შემტევ ფეხბურთს. 2009 წელს არსენ ვენგერმა აღწერა იდეალური ტაქტიკური გეგმა: "გუნდში საჭიროა იყოს ფორვარდის უკან მდგომი ფლეიმეიქერი, ფლანგებზე კი უნდა გამწესდნენ ისეთი ვინგერები, რომლებიც პერიოდულად ცენტრში შემოიწევენ. რაც უფრო მეტი ფეხბურთელი იქნება ამ ზონაში, მით უფრო მარტივია კრეატიულად თამაში. ამის გარდა, ფლანგებზე დიდი სივრცე იშლება,"

რა ელით სანჩესსა და მხითარიანს ახალ გუნდებში? პრემიერ ლიგის მთავარი ბარტერის განხილვა

ზუსტად ანალოგიური სცენარით თამაშობდა საუკეთესო "არსენალი" თავის ისტორიაში. იმ გუნდში თანაბრად ჰქონდათ გადანაწილებული როლები ბერგკამპს, პირესს, ლიუნგბერგსა და ანრის. 21-ე საუკუნის დასაწყისის "მეთოფეები" შემტევი ფეხბურთის ეტალონი იყვნენ პრემიერ ლიგაში. ლონდონური კლუბი ცუდი არც ფაბრეგასისა და ვან პერსის დროსაც იყო, უბრალოდ იმ პერიოდში თვითონ ჩემპიონატმა იცვალა სახე. უკანასკნელი 2-3 წლის მანძილზე კი "არსენალის" თამაშიდან საბოლოოდ გაქრა ფანტაზია, კომბინირება და კრეატიულობა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ალექსის სანჩესი იყო, რომელიც მუდამ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ცდილობდა რაიმეს შექმნას.

რა ელით სანჩესსა და მხითარიანს ახალ გუნდებში? პრემიერ ლიგის მთავარი ბარტერის განხილვა

ჩილელი შემტევი ნებისმიერ სიტუაციაში ითხოვდა პასს, რის შემდეგაც ქმნიდა სახიფათო მომენტს ან საგოლე გადაცემის შესრულებას აპირებდა. ალექსისი ძალიან სასარგებლო იყო გუნდისთვის, თუმცა მისი ლიდერობის პერიოდში კომბინაციების რაოდენობამ მოედნის ცენტრში საგრძნობლად იკლო. არსენ ვენგერმა 21-წლის მანძილზე რამდენიმე სქემა გამოიყენა (ბოლო პერიოდში ყველაზე პოპულარული იყო 3-4-2-1), თუმცა ნებისმიერ ფორმაციაში ძირითადი იდეა უცვლელი რჩებოდა. ნათელია, რომ ფრანგ სპეციალისტს ტაქტიკაზე მორგებული შემსრულებლები სჭირდება და არა ინდივიდუალისტები, მხითარიანი სწორედ ის არის, ვისთან ერთადაც "არსენალი" ნაცნობ სტილს დაუბრუნდება.

რა ელით სანჩესსა და მხითარიანს ახალ გუნდებში? პრემიერ ლიგის მთავარი ბარტერის განხილვა

"კრისტალ პალასთან" მატჩში ლონდონური კლუბი 4-3-3-ით თამაშობდა და საჭიროების ფარგლებში კომბინირებდა. ოზილი, უილშირი და ივობი თანაბრად იყვნენ დატვირთულები და ხშირადაც ცვლიდნენ როლებს. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ იმ თამაშში ჩვენ ვიხილეთ "ახალი არსენალის" დემო-ვერსია.

დორტმუნდის "ბორუსიას" დირექტორი მიხაელ ცორკი მხითარიანში ხედავდა ფეხბურთელს, რომლის თამაშზეც უნდა აგებულიყო გუნდის მთლიანი რიტმი. ცორკი ხუმრობით მოაზროვნესაც ეძახდა სომეხს. მხითარიანი აუცილებლად მოერგება "არსენალის" სქემას. რამდენად მოუტანს ეს ყველაფერი ლონდონურ კლუბს ტიტულებს სხვა საკითხია, თუმცა თავად გენრიხის ბურთაობის ყურება ახალ გარემოში ძალიან საინტერესო იქნება.

რა ელით სანჩესსა და მხითარიანს ახალ გუნდებში? პრემიერ ლიგის მთავარი ბარტერის განხილვა

"არსენალის" ფეხბურთი მხითარიანს გააცოცხლებს

გენრიხი არის ისეთი სტილის ფეხბურთელი, რომლის თამაში მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თანაგუნდელების პოტენციალზე. ყველაზე ნათლად ეს "დორტმუნდში" გამოჩნდა იურგენ კლოპისა და ტომას ტუხელის მწვრთნელობის პერიოდში.

"კლოპი გიჟია, მას მხოლოდ პრესინგი და კონტრ-შეტევები აინტერესებს. ტუხელის მოსვლით ყველაფერი შეიცვალა, ჩვენ უფრო თავისუფლად ავთამაშდით და რაც მთავარია მე ვგრძნობ, რომ მოედანზე სასარგებლო ვარ," - ესე ახასიათებდა სომეხი იურგენსა და ტომასს.

რა ელით სანჩესსა და მხითარიანს ახალ გუნდებში? პრემიერ ლიგის მთავარი ბარტერის განხილვა

ზოგჯერ მხითარიანისთვის მინიმუმიც იყო საკმარისი გასაბწრყინებლად. მაგალითად საჭირო იყო პოლ პოგბას მხოლოდ ერთი პასი და გენრიხი შემდეგ თავად აგვირგვინებდა "მანჩესტერ იუნაიტედის" შეტევას. სომეხმა ძალიან კარგად დაიწყო, თუმცა პოგბას ტრავმის გამო მისმა შედეგიანობამ იკლო. ამ ყველაფერს დაემატა ის დაცვითი ფეხბურთი, რომელსაც მოურინიო ეთაყვანება ძლიერი გუნდების წინააღმდეგ.

რა ელით სანჩესსა და მხითარიანს ახალ გუნდებში? პრემიერ ლიგის მთავარი ბარტერის განხილვა

"არსენალში" მსგავსი პრობლემა არ იქნება, რადგან "მეთოფეები" მუდამ ბურთის ფლობაზე არიან ორიენტირებულნი, ისე რომ არც აქვს არსებითი მნიშვნელობა, თუ ვინ არის მეტოქე. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გაამარტივებს მხითარიანის თამაშს არის მესუტ ოზილის არსებობა. ლონდონური კლუბის გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ გერმანიის ნაკრების შუახაზელი იდეალურად გაუგებს სომეხს და ერთად ისინი შექმნიან დუეტს, რომელიც რაღაც მხრივ სილვა-დე ბრუინის ტანდემს დაემგვანება.

რა ელით სანჩესსა და მხითარიანს ახალ გუნდებში? პრემიერ ლიგის მთავარი ბარტერის განხილვა

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მხითარიანისთვის უფრო ახლოს ვენგერია ვიდრე მოურინიო

გენრიხი ისეთი ტიპის მოთამაშეა, რომელიც ბევრს ფიქრობს შეცდომების შესახებ და მათი დაშვების შემთხვევაში მტკივნეულად განიცდის მომხდარს. ესეთ ადამიანს პირველ რიგში სჭირდება თანადგომა, დარიგება, მოტივირება და არა დასჯა სათადარიგოთა სკამზე დასმით. მოურინიო უკვე დიდი ხანია, რაც არავის უწევს ძიძობას. პორტუგალიელს მხოლოდ შემდგარი და მენტალურად ძლიერი მებრძოლები სჭირდება, რადგან ჟოზესთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შედეგი, აქ და ახლა. ამ მხრივ მხითარიანი საერთო ენას უფრო მარტივად ვენგერთან გამონახავს. 68 წლის ასაკში მისიე არსენი გულში ჯერ კიდევ იმ საბავშვო ბაღის დამრიგებებელია, რომელშიც თავის დროზე იზრდებოდნენ ფაბრეგასი, ვან პერსი, უოლკოტი და სხვები.

რა ელით სანჩესსა და მხითარიანს ახალ გუნდებში? პრემიერ ლიგის მთავარი ბარტერის განხილვა

"მანჩესტერ იუნაიტედში" მოვიდა ტოპ-ფეხბურთელი, რომელიც ესე აკლდა გუნდს

მარტივად, რომ ვთქვათ, სანჩესი ექსტრა-კლასის მოთამაშეა დიდი გამოცდილებით, მარსიალი, რეშფორდი და ლინგარდი - ჯერ არა. ჩილელმა უნდა შეასრულოს ის ფუნქციები, რასაც ჯერჯერობით ვერ ახერხებს აღნიშნული სამეული. "წითელი ეშმაკების" შემტევები პერიოდულად ფეთქდებიან, თუმცა სტაბილურობით არცერთი მათგანი არ გამოირჩევა. ჩილელს დაევალება ყველგან და ყოველთვის იყოს გუნდისთვის სასარგებლო.

რა ელით სანჩესსა და მხითარიანს ახალ გუნდებში? პრემიერ ლიგის მთავარი ბარტერის განხილვა

სანჩესის უნივერსალიზმი

ალექსისი პოზიციით მარცხენა ვინგერია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოურინიოს მხოლოდ ამ ადგილის გასამაგრებლად ეყიდა ჩილელი. სანჩესს სავარაუდოთ სრული თავისუფლება ექნება შეტევაში, დაახლოებით ისეთი, როგორიც ჰქონდა რონალდუს მის უკანასკნელ ორ სეზონში "ოლდ ტრაფორდზე". არაა გამორიცხული, რომ ჩილელმა პერიოდულად ცენტრ ფორვარდის პოზიციაზეც ითამაშოს. სტატისტიკურად ალექსისი სწორედ მეტოქის საჯარიმოშია ყველაზე ეფექტური და არა ფლანგზე. ასე რომ როდესაც რომელუ ლუკაკუ ჩვეულებისამებრ დიდი გუნდების წინააღმდეგ მატჩებში დაიკარგება, "იუნაიტედში" იქნება ისეთი მოთამაშე, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ შეეძლება თამაში.

რა ელით სანჩესსა და მხითარიანს ახალ გუნდებში? პრემიერ ლიგის მთავარი ბარტერის განხილვა

კლუბის სტატუსის შესაფერისი ფეხბურთელი

"მანჩესტერ იუნაიტედი" არის გუნდი, რომელიც კოლოსალურ თანხებს ხარჯავს სატრანსფერო ბაზარზე. მსგავსი პოლიტიკის მქონე კლუბს აუცილებელია, რომ ჰყავდეს ბევრი ვარსკვლავი. გადავავლოთ თვალი "რეალს", "ბარსელონას", "სიტის", "პსჟ"-ს, ამ გუნდებს თითქმის ყველა პოზიციაზე ჰყავთ ექსტრა-კლასის ფეხბურთელები, "იუნაიტედი" კი რეალურად მხოლოდ დე ხეა, პოგბა, ლუკაკუთი თუ დაიკვეხნის, არადა "წითელი ეშმაკები" ფულის ხარჯვის მხრივ არაფრით ჩამოუვარდებიან იგივე "ბარსას" ან მეზობელ "სიტის". სანჩესი სწორედ ვარსკვლავია, როგორც ნეიმარი, დე ბრუინი თუ კოუტინიო, მხითარიანი ესეთი მასშტაბის მოთამაშე არ იყო. ასე რომ ალექსისის ყიდვით და გენრიხის გასხვისებით კლუბის პრესტიჟი ნამდვილად არ შელახულა.

რა ელით სანჩესსა და მხითარიანს ახალ გუნდებში? პრემიერ ლიგის მთავარი ბარტერის განხილვა

რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია და ნაადრევი დასკვნების გამოტანა არ ღირს. წინ პრემიერ ლიგის მეორე წრე არის და ევროთასების პლეი-ოფები, სწორედ მანდ გამოჩნდება სანჩესისა და მხითარიანის პროდუქტიულობა ახალ გუნდებში. გაამართლებს თუ არა ეს ბარტერი ამას დრო გვიჩვენებს, იქამდე კი უბრალოდ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები