გაიცანით 13 წლის ტალანტი დორტმუნდიდან, რომელიც უკვე 17-წლამდელთა გუნდშიც შეუჩერებელია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გაიცანით 13 წლის ტალანტი დორტმუნდიდან, რომელიც უკვე 17-წლამდელთა გუნდშიც შეუჩერებელია


გაიცანით 13 წლის ტალანტი დორტმუნდიდან, რომელიც უკვე 17-წლამდელთა გუნდშიც შეუჩერებელია

მისი სახელია იუსუფა მუკოკო, ის 13 წლის არის, მაგრამ უკვე ახლა ირიცხება 17-წლამდელთა გუნდში და სავარაუდოთ არც მანდ გაჩერდება დიდი ხნით. საბუთების გაყალბებასა და ასაკის დაკლებაზე საუბარიც არ ღირს, მამამისმა უკვე ისაუბრა ამის შესახებ "BBC"-თან ინტერვიუში:

"დაბადებისთანავე გერმანიის საელჩოში დავარეგისტრირე იაუნდაში. ჩემს შვილს გერმანული დაბადების მოწმობა აქვს, ყველაფერი ლეგალურად არის და კანონის ფარგლებში,"

პირველად მუკოკოს შესახებ მაშინ შეიტყვეს, როდესაც ის 12 წლის იყო. მისი "დორტმუნდი" "კიოლნს" ხვდებოდა, იუსუფამ იმ მატჩში პოკერი შეასრულა.



შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ მუკოკო 17-წლამდელთა გუნდში გადაიყვანეს, სადაც იუსუფამ სადებიუტო შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა "უნტერატის" კარში.



ამაზე მუკოკო არ გაჩერებულა, საერთო ჯამში იუსუფამ 15 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა მასზე 4-წლით უფროსს თანაგუნდელებთან. გთავაზობთ ვუნდერკინდის საუკეთესო მომენტებს:



ბოლოს კი ერთი საინტერესო და სახალისო ფაქტი, დედამისი მარია მხოლოდ 28 წლის არის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE



ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები