ბრიტანულმა პრესამ არსენ ვენგერის შემცვლელი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბრიტანულმა პრესამ არსენ ვენგერის შემცვლელი დაასახელა


ბრიტანულმა პრესამ არსენ ვენგერის შემცვლელი დაასახელა

68 წლის ფრანგი სპეციალისტი თავისი კარიერის დასკვნით ეტაპს გადის. ვენგერი უკვე 20 წელზე მეტია, რაც "არსენალის" მთავარი მწვრთნელია. ორი ათწლეულის მანძილზე მისიე არსენმა 3 პრემიერ ლიგა, 7 ასოციაციის თასი და 7 სუპერ თასი მოაგებინა "მეთოფეებს". ლონდონური კლუბისადმი ერთგულებისა და სიყვარულის მიუხედავად, გულშემატკივართა 71% თვლის, რომ ფრანგმა უკვე ამოწურა თავი "არსენალში" და ცვლილებების დრო უნდა დადგეს.

ბრიტანულმა პრესამ არსენ ვენგერის შემცვლელი დაასახელა

რამდენიმე ბრიტანული გამოცემა მიიჩნევს, რომ ვენგერის შემცვლელი მიკელ არტეტა იქნება. იმის გარდა, რომ ესპანელმა თავისი ხუთი თითივით იცის "არსენალიც" და ზოგადად პრემიერ ლიგა, არტეტა ბრწყინვალე სამწვრთნელო გამოცდილებას იღებს გვარდიოლასთან "სიტიში". კარიერის დასრულების შემდეგ, მიკელის ხილვა თავის შტაბში სურდა "ტოტენჰემსა" და "ევერტონს", თუმცა თავად არტეტას მხოლოდ პეპთან მუშაობა აინტერესებდა.

"ეს არის სრულიად ახალი გამოწვევა. გვარდიოლასთან მუშაობაზე უარს ვერ ვიტყოდი, რადგან ის მუდამ იყო ჩემთვის სამაგალითო პიროვნება ფეხბურთში. ვეცდები, რომ "სიტის" წარმატების მიღწევაში დავეხმარო,"

ბრიტანულმა პრესამ არსენ ვენგერის შემცვლელი დაასახელა

მიკელის სამწვრთნელო შტაბში მოყვანა პეპის პირადი მოთხოვნა იყო. გვარდიოლა უკვე რამდენიმე წლით ადრე ხედავდა მის პოტენციალს გუნდის მართვის საკითხში. არტეტამ საფეხბურთო კარიერა "ლა მასიაში" დაიწყო ხოსეპის მსგავსად. ამის გარდა, მიკელიც 4-ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა და ზოგადად თამაშის სტილით ისინი ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს.

არტეტასა და გვარდიოლას კარიერა იმით განსხვავდება, რომ პეპი ეპოქალური მოთამაშე გახდა "ბარსელონასთვის", მიკელმა" კი ვერაფრით მოახერხა "ბლაუგრანაში" ადგილის დამკვიდრება. ის მალევე გაუშვეს იჯარით "პსჟ"-ში, სადაც ესპანელის თანაგუნდელები იყვნენ რონალდინიო და მაურისიო პოჩეტინო. არტეტას შემდეგი თავგადასავალი კი "გლაზგო რეინჯერსში" აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ მიკელი ორივე კლუბში იყო ერთ-ერთი ლიდერი და საუკეთესო მოთამაშე.

ბრიტანულმა პრესამ არსენ ვენგერის შემცვლელი დაასახელა

შოტლანდიის შემდეგ, არტეტას ხანმოკლე პერიოდი ჰქონდა "რეალ სოსიედადში", რის მერეც ესპანელი გადავიდა გუნდში, სადაც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა - "ევერტონში". მიკელი მალევე გახდა ლივერპულური კლუბის წამყვანი მოთამაშე და ლიდერი, ის ორჯერ დაასახელეს "კამფეტების" წლის საუკეთესო ფეხბურთელად, 2007 წელს კი "Skysports"-მა პრემიერ ლიგის საუკეთესო ნახევარმცველად აღიარა არტეტა. ერთი სიტყვით, ესპანელი გახდა ნამდვილი საკულტო ფიგურა "გუდისონ პარკზე".

ბრიტანულმა პრესამ არსენ ვენგერის შემცვლელი დაასახელა

ერთი პერიოდი მიკელის მიწვევა ინგლისის ნაკრებშიც სურდათ, თუმცა ეს არ დაუშვა ვისენტე დელ ბოსკემ, რომელმაც არტეტა "ფურია როხაში" გამოიძახა. სამწუხაროდ მიკელის სანაკრებო კარიერა არ შედგა, რადგან იმ დროს მან ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ფეხბურთს 11 თვით ჩამოშორდა. ლაზარეთიდან დაბრუნების შემდეგ კი ესპანეთში აღარ აღმოჩნდა არტეტასთვის ადგილი.

მიკელი ძალიან რთულ პერიოდში მოვიდა "არსენალში". იმ დროს "მეთოფეები" უკვე ვეღარ უწევდნენ ღირსეულ კონკურენციას მანჩესტერულ კლუბებსა და "ჩელსის". ესპანელი მუდამ გამოირჩეოდა მებრძოლი ხასიათით, ლიდერის თვისებებითა და გამარჯვებულის მენტალიტეტით. არტეტამ უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ლონდონური კლუბი კიდევ რამდენიმე სეზონის მანძილზე ინარჩუნებდა სტაბილურად ოთხეულში ადგილს, მიკელის წასვლით კი "არსენალის" შუახაზი თითქოს ხერხემლის გარეშე დარჩა.

ბრიტანულმა პრესამ არსენ ვენგერის შემცვლელი დაასახელა

"არტეტას უდიდესი გავლენა ჰქონდა ფეხბურთელებზე. ის იყო თავდაჯერებული, ჭკვიანი და საოცრად გამოცდილი. მას გააჩნდა მწვრთნელისთვის აუცილებელი ყველა საჭირო თვისება," - იხსენებს ვენგერი.

"ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს ვმუშაობდი და ვსვწავლობდი. მე სრულფასოვნად დავეუფლე სამწვრთნელო საქმიანობას, რადგან ეს ის საქმეა, რომელსაც მომავალში ცხოვრებას დავუკავშირებ," - არტეტა.

ბრიტანულმა პრესამ არსენ ვენგერის შემცვლელი დაასახელა

გვარდიოლას ძალიან გაუჭირდება მისი შენარჩუნება. მიკელზე უკვე ნადირობენ პრემიერ ლიგის სხვადასხვა გუნდები, თუმცა თავად არტეტა ჯერ არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას. ბრიტანეთში ხუმრობენ კიდეც, რომ მიკელი ვენგერის წასვლას ელოდება, იმისთვის რომ "არსენალის" ახალი მშობელი გახდეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები