ყველაზე ძვირადღირებული ქალაქელი - ვინ არის ემერიკ ლაპორტი? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ყველაზე ძვირადღირებული ქალაქელი - ვინ არის ემერიკ ლაპორტი?


ყველაზე ძვირადღირებული ქალაქელი - ვინ არის ემერიკ ლაპორტი?

ხოსეპ გვარდიოლა მხოლოდ წელიწად ნახევარია რაც "მანჩესტერ სიტიშია" და ამ დროის განმავლობაში მისმა გუნდმა სრულად იცვალა სახე. განსაკუთრებით ეს უკანა ხაზზე ითქმის, პეპმა ჯამში 330 მილიონამდე დახარჯა მცველებსა და მეკარეებში. კატალონიელი შეპყრობილია შემტევი ფეხბურთით, თუმცა სიმშვიდისთვის მას სრულყოფილი დაცვის ხაზი სჭირდებოდა. "სიტის" ხელმძღვანელობამ უყიდა თავის მენეჯერს პაზლის უკანასკნელი ნაწილი ემერიკ ლაპორტის სახით.

ყველაზე ძვირადღირებული ქალაქელი - ვინ არის ემერიკ ლაპორტი?

აღსანიშნავია, რომ თავიდან ფრანგმა მცველმა უარით გაისტუმრა გვარდიოლა. იმ დროს ლაპორტს ტრავმის გამო 4 თვე ჰქონდა გაცდენილი, დაბრუნების შემდეგ კი მან კონტრაქტი გაახანგრძლივა ბილბაოს "ატლეტიკთან". პეპს სათადარიგო ვარიანტის არჩევა მოუწია ჯონ სტოუნსის სახით, თუმცა ემერიკისადმი სიმპატიებს არ გაუვლია. ლაპორტი ხომ მარსელო ბიელსას აღზრდილია, არგენტინელი ერთადერთი დამრიგებელია, ვისაც გვარდიოლა ეთაყვანება.

"ჩემთვის ბიელსა ნომერ პირველი მწვრთნელია. აღტაცებული ვარ მისი ფეხბურთელების აღზრდის მეთოდებით. მარსელოს ხელში მოთამაშეები მართლაც უკეთესები ხდებიან,"

ყველაზე ძვირადღირებული ქალაქელი - ვინ არის ემერიკ ლაპორტი?

ბიელსამ 2012 წლის შემოდგომაზე გადმოიყვანა ლაპორტი "ატლეტიკის" მთავარ გუნდში. მას იმ დონემდე სჯეროდა 18 წლის მცველის, რომ ემერიკი სადებიუტო სეზონშივე გახდა ბასკური კლუბის ძირითადის უცვლელი წევრი.

"ლაპორტს სუსტი წერტილები არ აქვს. ის ბრწყინვალე მოთამაშეა, სწრაფი, ჭკვიანი, მებრძოლი და ტექნიკური. მასზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი," - ბიელსა.

ყველაზე ძვირადღირებული ქალაქელი - ვინ არის ემერიკ ლაპორტი?

ახლა ლაპორტი 23 წლის არის. ბევრს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მას არასაკმარისი გამოცდილება აქვს, მაგრამ ეს ტყუილია. ემერიკმა 220-ზე მეტი მატჩი ჩაატარა "ბილბაოს" შემადგენლობაში, ამის გარდა, ლაპორტის ანგარიშზე 51 შეხვედრაა საფრანგეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში. აღსანიშნავია, რომ ემერიკი ყოველ მათგანში კაპიტნობდა "სამფეროვნებს".

ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი არის "სიტის" სათამაშო სტილი. "ქალაქელებისთვის" ყველაზე პრიორიტეტული არის ბურთის ფლობა, "ატლეტიკში" კი ეს ფაქტორი ყოველთვის უცხო ხილი იყო. სწორედ ამიტომ, ლაპორტისთვის უფრო ახლოს არის შორეული გადაცემები წინ, ვიდრე მოკლე პასით თამაში. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ემერიკს ყველაზე მეტი გადაცემა ჰქონდა გაკეთებული შორეულ დისტანციაზე.

ყველაზე ძვირადღირებული ქალაქელი - ვინ არის ემერიკ ლაპორტი?

ამის მიუხედავად, ემერიკმა კარგად იცის თუ რა არის კომბინირებული ფეხბურთი. ლაპორტს ბავშვობიდან უყვარდა ბურთთან მუშაობა, სწორედ ამიტომ დატოვა მან საფრანგეთი ადრეულ ასაკში, რადგან მის სამშობლოში უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ ფიზიკურ სიძლიერეს. ესპანეთში გადმობარგებით კი ემერიკმა თავი ისე იგრძნო, როგორც თევზმა წყალში, განსაკუთრებით ეს ერნესტო ვალვერდეს მწვრთნელობის ქვეშ იგრძნობოდა.

"ვალვერდე ყოველთვის გვაკეთებინებდა მოკლე გადაცემებს. ძალიან მომწონს მსგავსი სტილის ფეხბურთი, რადგან გუნდის შეტევაში ყველა მოთამაშე არის ჩართული,"

ყველაზე ძვირადღირებული ქალაქელი - ვინ არის ემერიკ ლაპორტი?

ბევრს უჩნდება კითხვა, თუ რაში სჭირდება "სიტის" ლაპორტი? პასუხი მარტივია - კომპანი დროის უმეტეს ნაწილს ლაზარეთში ატარებს, მანგალას ყიდვა შეცდომა იყო, ოტამენდი კი 30 წელს უკაკუნებს. სანამ "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" ერთმანეთში შემტევებს ცვლიან, გვარდიოლა რეალური სუსტი წერტილების აღმოფხვრაზე ზრუნავს. ლაპორტის მოსვლით "სიტი" გახდება 100%-ით სრულყოფილი გუნდი.

ემერიკის ტრანსფერი იმითაც არის განსაკუთრებული, რომ ფრანგი ჯერ მხოლოდ 23 წლის არის. პოტენციურად, ლაპორტი-სტოუნსის წყვილი საუკეთესო ცენტრალური დაცვის ხაზი უნდა გახდეს უახლოესი 5-7 წლით. გვარდიოლა უზომოდ გახარებულია ახალი შენაძენით, ამაზე მისი კომენტარიც მეტყველებს:

"ლაპორტი ადრეული ასაკიდან თამაშობდა ლა ლიგაში უმაღლეს დონეზე. მას აქვს გამოცდილება და უნარ-ჩვევები, რომელიც ჩვენი გუნდისთვის არის აუცილებელი. ემერიკი კარგად თამაშობს მეორე სართულზე და შესანიშნავად ფლობს ბურთს. ის ჯერ ახალგაზრდაა და იმედი მაქვს, რომ ფრანგი დიდი ხნით დარჩება აქ,"


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები