7 წლის წინ ის ქარხანაში მუშაობდა, ახლა კი პსჟ-ს ვარსკვლავია - ტომას მუნიეს ისტორია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

7 წლის წინ ის ქარხანაში მუშაობდა, ახლა კი პსჟ-ს ვარსკვლავია - ტომას მუნიეს ისტორია


7 წლის წინ ის ქარხანაში მუშაობდა, ახლა კი პსჟ-ს ვარსკვლავია - ტომას მუნიეს ისტორია

სენტ-ოდსა და ბასტონს შორის 16 კილომეტრია. ტომას მენიესთვის ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლა ძალიან მძიმე იყო, რადგან მას 15 წლის ასაკში მოუწია ახალი ცხოვრების დაწყება. იმ დროს ბელგიელს ჰყავდა არასრულფასოვანი ოჯახი და დიდი ფეხბურთი მხოლოდ ტომასის ოცნებებში თუ იარსებებდა.

მენიეების ოჯახში მუდამ ჩხუბის ხმა ისმოდა, მშობლებმა ვერ გაძლეს ერთმანეთის გვერდიგვერდ და განქორწინება გადაწყვიტეს. ტომასი დედას გაჰყვა ბასტონში, მისი და კი მამასთან დარჩა სენტ-ოდში.




"ჩემთვის ყველაზე ახლო ადამიანი არის დედა. სწორედ ის მედგა ყოველთვის გვერდში, მათ შორის მაშინაც, როდესაც ფეხბურთზე უკვე ხელი მქონდა ჩაქნეული,"

7 წლის წინ ის ქარხანაში მუშაობდა, ახლა კი პსჟ-ს ვარსკვლავია - ტომას მუნიეს ისტორია

მენიე ორი წელი ლიეჟის "სტანდარტის" აკადემიაში ირიცხებოდა, თუმცა შემდეგ ხშირი ტრავმიანობის გამო, ტომასი გუნდიდან გაუშვეს. ბელგიელი შოკში იყო, მას ეგონა, რომ გზა დიდ ფეხბურთამდე სამუდამოდ დაიკეტა. 15-წლის მენიე იმდენად განიცდიდა მომხდარს, რომ ის ქუჩაშიც აღარ აგორებდა ბურთს. დედამ მალევე გამოაცოცხლა შვილი, მან ბელგიის მე-3 დივიზიონის ბინადარ კლუბ "ვირტონში" დარეკა და ტომასის სინჯებზე მოყვანაზე შეთანხმდა.

მენიემ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ის გუნდში დატოვეს. იყო ერთი პრობლემა, ტომასსა და დედამისს ფინანსურად ძალიან უჭირდათ, ამიტომ იგი დამატებითი შემოსავლის შოვნის გამო 18 წლის ასაკში ქარხანაში წავიდა სამუშაოდ.

"ჩემი მეგობარი ავტო-ნაწილების ქარხანაში მუშაობდა, მოგვიანებით მეც შევუერთდი მას, რადგან საარსებოდ ფული მჭირდებოდა," - იხსენებს ადამიანი, რომელიც ახლა 60 000 ევროს შოულობს კვირაში.

7 წლის წინ ის ქარხანაში მუშაობდა, ახლა კი პსჟ-ს ვარსკვლავია - ტომას მუნიეს ისტორია

სამწუხაროდ, მოგვიანებით მენიეს ცხოვრებაში კიდევ ერთმა მძიმე პერიოდმა იჩინა თავი. ის ვერ სცდებოდა მე-3 დივიზიონს, არადა უკვე 20 წლის იყო. ტომასი ნელ-ნელა ივიწყებდა თავის ოცნებას და ბუღალტერულ კურსებზე იწყებდა ფიქრს. ბელგიის ნაკრები ღირებულ ფეხბურთელს დაკარგავდა რომ არა "ბრიუგე". სწორედ "შავ-ლურჯებმა" აღმოაჩინეს მენიე ფსკერზე და გაუფორმეს მას კონტრაქტი. მიუხედავად იმისა, რომ ტომასი ბავშვობაში "ანდერლეხტს" გულშემატკივრობდა, ის უმალვე დათანხმდა ბელგიის 14-გზის ჩემპიონის წინადადებას.

"მენიემ გაგვაოცა. ისედაც ვიცოდით, რომ ის კარგი ფეხბურთელი იყო, თუმცა მისმა პროგრესმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ტომასმა ძალიან მოკლე დროში აითვისა ის, რასაც სხვები წლებს ანდომებენ. რაც მთავარია, მისი ტრანსფერი მხოლოდ 200 000 ევრო დაგვიჯდა," - იხსენებს "ბრიუგეს" ყოფილი მწვრთნელის თანაშემწე რუდი ვერკემპინკი.

7 წლის წინ ის ქარხანაში მუშაობდა, ახლა კი პსჟ-ს ვარსკვლავია - ტომას მუნიეს ისტორია

აღსანიშნავია, რომ მენიე თავიდან ფორვარდად თამაშობდა, თუმცა ერთ დღეს "შავ-ლურჯებს" ყველა მარჯვენა მცველი დაემტვრათ, ტომასი ავანტიურაზე წავიდა და მათი ადგილი დაიკავა. სწორედ ამ პოზიციაზე გაიხსნა ბელგიელი ყველაზე კარგად. იმის შემდეგ, მენიე შეუცვლელი ფიგურა იყო "ბრიუგეს" დაცვაში, ტომასმა ეროვნულ ნაკრებშიც კი დაიმსახურა მოწვევა. ევრო 2016-ის მერე კი ბელგიელმა საბოლოოდ შეაბიჯა დიდ ფეხბურთში, მენიე "პსჟ"-ში გადავიდა.

7 წლის წინ ის ქარხანაში მუშაობდა, ახლა კი პსჟ-ს ვარსკვლავია - ტომას მუნიეს ისტორია

პარიზელებმა 6 მილიონ ევროდ იყიდეს ის, 475 ათასი კი "ვირტონში" ჩაირიცხა. ახლა მენიე "პარკ დე პრენსზე" დამსწრე პუბლიკის ერთ-ერთი უსაყვარლესი მოთამაშეა. ტომასი არც გოლების გატანას ივიწყებს, გასული წლის აგვისტოში მან ჰეტ-ტრიკი შეასრულა გიბრალტარის ნაკრების კარში. ბელგიელზე ფიქრობენ "რეალი" და "იუვენტუსი", ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" კი მენიემ უკვე უთხრა უარი. ცნობისთვის "წითელი ეშმაკები" ჯერ კიდევ "ბრიუგეში" ყოფნის დროს აკვირდებოდნენ ტომასს.



ესეთია ფეხბურთელის ისტორია, რომელიც12 წლის წინ გაუშვეს "სტანდარტის" აკადემიიდან. მენიე თამაშობდა ბელგიის მე-3 დივიზიონში, მუშაობდა ქარხანაში, ორჯერ დანებდა, მაგრამ მან მაინც აისრულა ოცნება. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ტომასი დღეს დანი ალვეშის კონკურენტი იქნებოდა "პსჟ"-ში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები