რატომ ვერ გადავიდა ბუფონი 2001 წელს ბარსელონში? - არშემდგარი ტრანსფერის ისტორია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რატომ ვერ გადავიდა ბუფონი 2001 წელს ბარსელონში? - არშემდგარი ტრანსფერის ისტორია


რატომ ვერ გადავიდა ბუფონი 2001 წელს ბარსელონში? - არშემდგარი ტრანსფერის ისტორია

"ბუფონი ჯერ კიდევ არ იყო დიდი მეკარე, თუმცა ის უკვე ღირდა ასტრონომიულ თანხად. ჩვენ არ გვქონდა ამდენი ფული, ამიტომ კრეატიულობის გამოჩენა მოგვიწია. სამწუხაროა, რომ ჯიჯის ტრანსფერის შენახვა მუზეომში არ შეიძლება, რადგან ის არის "იუვენტუსის" უახლესი ისტორიის წარმატებების სიმბოლო. მისი გადმოსვლა "ბიანკონერიში" არის შესანიშნავი ისტორია ხალხზე, რომელსაც არ ჰქონდა ფული, მაგრამ გააჩნდათ საკმარისი ცოდნა და გამბედაობა," - ლუჩანო მოჯი.

რატომ ვერ გადავიდა ბუფონი 2001 წელს ბარსელონში? - არშემდგარი ტრანსფერის ისტორია

90-იანების მიწურულს ბუფონის კარიერაში ახალი ეტაპის დასაწყისი მწიფდებოდა. დიახ, ის ჯერ კიდევ "პარმას" მეკარე იყო, რომელზეც გიჟდებოდა მთელი ქალაქი. ჯიჯი გადაადგილდებოდა მოპედით, გზაში კი რამდენჯერმე ჩერდებოდა იმისთვის, რომ ხალხს მისალმებოდა. პუბლიკის მხრიდან უდიდესი სიყვარულის მიუხედავად, ბუფონი თვლიდა, რომ დიდებისთვის მას ახალი გამოწვევა სჭირდებოდა, ამასთან ერთად, "პარმაში" კრიზისიც მწიფდებოდა.

რატომ ვერ გადავიდა ბუფონი 2001 წელს ბარსელონში? - არშემდგარი ტრანსფერის ისტორია

"იუვენტუსი" იმ დროს სამი წლის მანძილზე ვერ ახერხებდა სკუდეტოს მოგებას, ამიტომ შემდეგი სეზონისთვის ტურინელები მასშტაბური ცვლილებების განხორციელებას აპირებდნენ გუნდში. "ბებერი ქალბატონის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კი სწორედ ბუფონი იყო, რადგან ედვინ ვან დერ სარი აშკარად ვერ ახერხებდა კარის შენახვას საიმედოდ.

რატომ ვერ გადავიდა ბუფონი 2001 წელს ბარსელონში? - არშემდგარი ტრანსფერის ისტორია

არსებობდა რამდენიმე ხელის შემშლელი ფაქტორი. "იუვენტუსი" სულაც არ იყო მაშინ იტალიის ყველაზე ძლევამოსილი გუნდი, არც შემადგენლობითა და არც მითუმეტეს ფინანსურად. 21-ე საუკუნის დასაწყისში კალჩოში რომაული კლუბები დომინირებდნენ. 2000 წელს "იუვემ" სკუდეტოსთვის ბრძოლა "ლაციოსთან" წააგო, ერთი წლის შემდეგ კი "რომასთან".



"არწივებს" უკვე ნაყიდი ჰყავდათ "პარმას" მთავარი ვარსკვლავები ერნან კრესპო და ხუან სებასტიან ვერონი, ჯერი ამჯერად ბუფონზე იყო, რომლისთვისაც ბრძოლაში ფავორიტად თავიდან "რომა" ფიგურირებდა. "მგლების" იმდროინდელი პრეზიდენტი ფრანკო სენსი უბრალოდ გიჟდებოდა თავის კლუბზე, მას არ აკმაყოფილებდა მხოლოდ ერთი მოგებული სკუდეტო და იტალიელი "რომასგან" სრულფასოვანი გრანდის შექმნას აპირებდა. სენსის მთავარი სამიზნე სატრანსფერო ბაზარზე კი სწორედ ბუფონი იყო.

რატომ ვერ გადავიდა ბუფონი 2001 წელს ბარსელონში? - არშემდგარი ტრანსფერის ისტორია

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, "რომა" მალევე გამოეთიშა ბუფონისთვის ბრძოლას, რადგან ის მოთხოვნები, რასაც "პარმა" აყენებდა სენსისთვისაც კი მიუწვდომელი იყო. "მეკარე არ უნდა ღირდეს 50 მილიონი" - აცხადებდა ფრანკო. მოგვიანებით "მგლებმა" ბუფონის ნაცვლად შეიძინეს ივან პელიცოლი, რომელიც იყო უფრო ახალგაზრდა და იაფი.

6 წლის შემდეგ, პელიცოლი გადავა მოსკოვის "ლოკომოტივში" და გახდება მალხაზ ასათიანის თანაგუნდელი. იტალიაში დაბრუნების მერე კი ის იტყვის, რომ რუსეთში კარიერის გაგრძელება შეცდომა იყო. ივანი მართლაც ნიჭიერ კიპერად ითვლებოდა, თუმცა ბუფონამდე ძალიან ბევრი აკლდა. პელიცოლის ტრანსფერი ჯამში სენსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა გამოდგა.

რატომ ვერ გადავიდა ბუფონი 2001 წელს ბარსელონში? - არშემდგარი ტრანსფერის ისტორია

"რომას" შემდეგ ბუფონისთვის ბრძოლაში "ბარსელონა" ჩაერთო. "ბლაუგრანას" კარს იმ დროს აზარალებდნენ ახალგაზრდა რეინა, დუტრუელი და არნაუ. სამივემ ერთ სეზონში ჯამში 79 გოლი გაუშვა, რაც სრული კოშმარი იყო. სწორედ ამიტომ, "ბარსა" დაუფიქრებლად იმეტებდა იმ 56 მილიონს, რასაც "პარმა" ითხოვდა ჯიჯის სანაცვლოდ.

"იუვენტუსს" არ ჰქონდა ამდენი ფული, ბუფონი კი შეპყრობილი იყო "ბარსელონაში" გადასვლის იდეით. ამ ყველაფრის ფონზე, "ბებერი ქალბატონი" თითქოს საბოლოოდ ეთიშებოდა ბრძოლას, მაგრამ მოჯი არ დანებდა და ბრძნულად მოიქცა. ლუჩანო უბრალოდ იცდიდა თუ როდის გაჩნდებოდა ბზარი "ბარსასთან" მოლაპარაკებებში, რის შემდეგაც საქმეში უკვე "იუვენტუსი" ჩაერთვებოდა.

რატომ ვერ გადავიდა ბუფონი 2001 წელს ბარსელონში? - არშემდგარი ტრანსფერის ისტორია

ბზარი მართლაც გაჩნდა, "ბარსელონაში" გადასვლის წინააღმდეგი აღმოჩნდა ჯიჯის მამა ადრიანო, რომელსაც სურდა, რომ შვილი სამშობლოში დარჩენილიყო. ჯანლუიჯისთვის მამამისი ყველაზე გავლენიანი და სანდო პიროვნება იყო. შვილი ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც მამა ეტყოდა მას, რადგან ის თვლიდა, რომ ადრიანო არასდროს ცდებოდა.

ბუფონი შვებულებაში წავიდა, თავისი ბედი კი მამამისსა და აგენტს მიანდო. ადრიანომ უარი შეუთვალა "ბარსელონას", რის შემდეგაც მის ტელეფონზე ლუჩანო მოჯისგან შემოვიდა ზარი. "ლაკი ლუჩიანომ" ჯიჯის მამა და აგენტი "იუვეს" ოფისში დაპატიჟა მოლაპარაკებების გასამართად. დისკუსიამ დიდხანს არ გასტანა, მხარეები მალე შეთანხმდნენ. მოჯი "პარმასთანაც" კი მორიგდა, "ჯვაროსნების" ანგარიშზე ჩაირიცხებოდა 38 მილიონი და არა 56. ამის გარდა "იუვე" ჯონატან ბაკინისაც აჩუქებდა "პარმას".

ბაკინის კარიერამ დიდხანს არ გასტანა, 2004 წელს ის კოკაინის მოხმარებაზე დაიჭირეს, რის გამოც მას სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. "იუვენტუსმა" კი ეპოქალური მეკარე გაიფორმა, რომელმაც 100%-ით ამოიღო მასში ჩადებული ინვესტიცია.

რატომ ვერ გადავიდა ბუფონი 2001 წელს ბარსელონში? - არშემდგარი ტრანსფერის ისტორია

ჯიჯი იმყოფებოდა ბანგკოკში როდესაც გაიგო, რომ ის გადადიოდა "იუვეში" და არა "ბარსაში". ბუფონს არასდროს უსაუბრია ამ თემაზე, შესაბამისად რთული სათქმელია მოიწონა თუ არა მან მამის გადაწყვეტილება, რომელიც შვილის ნაცვლად იქნა მიღებული. ბოლოს კი სურათის სრულად აღსაქმელად წარმოიდგინეთ ბუფონი ერთ გუნდში რონალდინიოსთან, ხავისთან, ინიესტასა და მესისთან ერთად.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები