"მილანში დაწუნებული და რეალზე მეოცნებე" - საინტერესო ფაქტები ობამეიანგის შესახებ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"მილანში დაწუნებული და რეალზე მეოცნებე" - საინტერესო ფაქტები ობამეიანგის შესახებ



ლონდონის "არსენალის" ახალგამომცხვარი ვარსკვლავის პიერ-ემერიკ ობამეიანგის ბიოგრაფია ბევრ საინტერესო დეტალს იტევს, რომელიც ფართო მასისთვის ცნობილი არ არის. გადავავლოთ თვალი თანამედროევის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშის საფეხბურთო გზას.

მამამისი ყოფილი ფეხბურთელია, რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც სკაუტად მუშაობს "მილანში". პიერის ძმებიც აგრეთვე ფეხბურთელები არიან

ობამეიანგის მამა გაბონში დაიბადა, თუმცა შემდეგ საფრანგეთში გადაბარგდა, სადაც კლუბ "მალაკოფში" დაიწყო ფეხბურთის თამაში. კარიერის საუკეთესო წლები კი "ლავალში" გაატარა. ობამეიანგ-უფროსმა აგრეთვე 80 მატჩი ჩაატარა გაბონის ნაკრებში. 2002 წელს მან საფეხბურთო კარიერა დაასრულა და სკაუტად დაიწყო მუშაობა "მილანში", ის დღემდე იქ არის.

"მილანში დაწუნებული და რეალზე მეოცნებე" - საინტერესო ფაქტები ობამეიანგის შესახებ

ობამეიანგ-უფროსის სამივე შვილიც ფეხბურთს გაჰყვა, თუმცა წარმატებას მხოლოდ ყველაზე უმცროსმა მიაღწია. კატილინმა, ვილიმ და პიერ-ემერიკმა კარიერა "მილანში" დაიწყეს, თუმცა ადგილის დამკვიდრება "როსონერიში" ვერ მოახერხეს. კატილინმა ჯამში 15 გუნდი გამოიცვალა და კარიერა დაასრულა, ვილის საუკეთესო კლუბი კი "კილმარნოკი" იყო. რაც შეეხება პიერს, ის ნამდვილ ვარსკვლავად ჩამოყალიბდა.



ობამეიანგი დაიწუნა "მილანმა". სანაკრებო დონეზე კი მას ჰქონდა შემოთავაზება იტალიიდან და საფრანგეთიდან

მიუხედავად იმისა, რომ პიერი ითვლებოდა "როსონერის" ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდად, ის მაინც არ მიუშვეს მთავარ გუნდამდე. ამის ნაცვლათ, გაბონელი ფორვარდი გაანათხოვრეს "დიჟონში", "ლილსა" და "მონაკოში", შემდეგ კი გაყიდეს "სენტ-ეტიენში" 1,8 მილიონ ევროდ.

"მილანში დაწუნებული და რეალზე მეოცნებე" - საინტერესო ფაქტები ობამეიანგის შესახებ

მაშინ ობამეიანგმა თქვა: "ჩემი არ ჯეროდათ, დავამტკიცებ, რომ ისინი ცდებოდნენ," პიერმა მართლაც აჩვენა "მილანს", რომ მისი გაშვებით "როსონერიმ" დაუშვა უპატიებელი შეცდომა. 2015 წელს მისი და ადრიანო გალიანის გზები ჩემპიონთა ლიგის ფინალზე გადაიყარა. იტალიელმა გაბონელს უთხრა: "ვიცი, რომ ახლა არ ფიქრობ "მილანში" დაბრუნებაზე, მაგრამ თუ როდესმე ამის სურვილი გაგიჩნდებოდა, ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნება შენთვის,"

"მილანში დაწუნებული და რეალზე მეოცნებე" - საინტერესო ფაქტები ობამეიანგის შესახებ

ობამეიანგი გაბონის ნაკრების მთავარი ვარსკვლავია, თუმცა მოზარდობის პერიოდში მას ჰქონდა შემოთავაზება იტალიისა და საფრანგეთის ნაკრებებიდან. პიერმა შეგნებულად აირჩია თავისი ისტორიული სამშობლო, რადგან ის ყოველთვის ოცნებობდა გაბონის სახელით თამაშზე მსოფლიო ჩემპიონატზე.

უყვარს, როდესაც ორიგინალურად გამოიყურება

"მილანში დაწუნებული და რეალზე მეოცნებე" - საინტერესო ფაქტები ობამეიანგის შესახებ

ობამეიანგი მუდამ გამორჩეული იყო თავისი არასტანდარტული იერით, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთაც. მაგალითად, "სენტ-ეტიენში" ყოფნის პერიოდში პიერი თამაშობდა "სვაროვსკის" ძვირფას ქვებიან სპეციალურ ბუცებში, რომელზეც გამოსახული იყო ვარსკვლავები, მისი 7 ნომერი და კლუბის გერბი. "დორტმუნდში" გადასვლის შემდეგ, იურგენ კლოპმა აუკრძალა გაბონელს მსგავსი აქსესუარების ხმარება.

"მილანში დაწუნებული და რეალზე მეოცნებე" - საინტერესო ფაქტები ობამეიანგის შესახებ

არასტანდარტული ბუცები შეცვალა ალბათ ყველაზე ორიგინალურმა გოლის აღნიშნვამ. მეტოქის კარის აღების შემდეგ, ობამეიანგი რეგულარულად იკეთებდა სახეზე "სპაიდერმენის", "ბეტმენის", "ვენომისა" და სხვა სუპერ-გმირების ნიღბებს. აღნიშნული ჟესტის წინააღმდეგი არ იყო კლოპი, რადგან ამით "ბორუსია" უფრო პოპულარული ხდებოდა.

მისი ოცნების გუნდი "რეალია", საყვარელი ფეხბურთელი კი ერნან კრესპო

2015 წელს ობამეიანგი იძახდა: "ბავშვობიდან ვოცნებობდი "რეალში" თამაშზე. ბაბუაჩემიც "სამეფო კლუბის" გულშემატკივარი იყო, სწორედ მას შევპირდი, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად მივაღწევდი მადრიდამდე. ვწუხვარ, რომ დანაპირები ვერ ავასრულე იქამდე, სანამ ის ცოცხალი იყო,"

"მილანში დაწუნებული და რეალზე მეოცნებე" - საინტერესო ფაქტები ობამეიანგის შესახებ

"რეალი" ერთადერთი გუნდია, რომლის გამოც "დორტმუნდს" დავტოვებ, სხვა კლუბები უბრალოდ არ მაინტერესებს. ოცნების ასრულება ჯერ კიდევ გვიანი არ არის, " - აცხადებდა გაბონელი, რომელიც განვლილ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადავიდა "არსენალში". სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, პიერმა ვერ აუსრულა გარდაცვლილ ბაბუას ნატვრა, ვნახოთ, შეძლებს თუ არა ამას გაბონელი მომავალში.

"მილანში დაწუნებული და რეალზე მეოცნებე" - საინტერესო ფაქტები ობამეიანგის შესახებ

ობამეიანგს ყოველთვის მოსწონდა სამუელ ეტოოს, დიდიე დროგბასა და სიდნეი გოვუს თამაში, თუმცა მისი ფავორიტი ყოველთვის ერნან კრესპო იყო. არგენტინელმა იმდენად დიდი გავლენა მოახდინა პიერზე, რომ მან მარცხენა ხელზე მის საპატივცემულოდ "Crespo For Life" დაიწერა.

"კრესპო საუკეთესო ფორვარდია, მას უბრალოდ ბადალი არ ჰყავდა მეტოქის საჯარიმოში. მინდა, რომ სწორედ მას დავემსგავსო, რადგან არგენტინელი არის გოლეადორის ნამდვილი ეტალონი,"


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები