"სილვას მძიმე პრობლემები აქვს" - რა სჭირს სიტის ლიდერს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"სილვას მძიმე პრობლემები აქვს" - რა სჭირს სიტის ლიდერს?



საკუთარი ავტობიოგრაფიის გამოშვება თითქმის ნებისმიერი ფეხბურთელის კარიერის განუყოფელ ნაწილად იქცა. გამონაკლისი არც ირლანდიელი კიპერი შეი გივენია, რომელიც თავის მემუარებში რამდენიმე საინტერესო ფაქტს შეეხო. "ნიუკასლის" ლეგენდამ გაიხსენა "მანჩესტერ სიტიში" გატარებული პერიოდი და გააკრიტიკა რობერტო მანჩინი.

ის ერთადერთი "ქალაქელი", რომელიც გივენს თბილად აგონდება არის დავიდ სილვა. ირლანდიელმა მეკარემ აღტაცებითა და გაოგნებით გაიხსენა ესპანელი:

"სილვა ყველაზე სტრესულ სიტუაციებშიც კი ინარჩუნებდა სიმშვიდეს. ის არასდროს ვარდებოდა პანიკაში, რადგან ყოველთვის შეეძლო გამოსავალის პოვნა. იგივე ხდებოდა მოედანზეც, დავიდისთვის არ არსებობდა სირთულე , ესპანელი მუდამ ხედავდა სივრცეს პასის გასაკეთებლად,"

"სილვას მძიმე პრობლემები აქვს" - რა სჭირს სიტის ლიდერს?

სილვას საჭირო თვისებების შესახებ კი ყველაზე კარგად ხოსეპ გვარდიოლამ იცის, თუმცა პეპი თამაშის სტილზე უფრო მეტად დავიდის მტკიცე ხასიათს აფასებს, რომელიც ეხმარება მას სირთულეების დაძლევაში. დეკემბრის ბოლოს სილვას შეეძინა შვილი, თუმცა ეს ყველაფერი პრობლემების თანხლებით მოხდა, რადგან ბავშვი დაგეგმილზე უფრო ადრე დაიბადა, თან ძალიან დასუსტებული.



ამის შესახებ დავიდმა თავის ტვიტერშიც დაწერა: "ჩემი შვილი მატეო ჯანმრთელი არ დაბადებულა და ის ყოველდღე ებრძვის სიკვდილს ექიმების დახმარებით. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში მიდგას ამ რთულ პერიოდში. განსაკუთრებით კი კლუბს, თანაგუნდელებსა და მწვრთნელს,"

"სილვას მძიმე პრობლემები აქვს" - რა სჭირს სიტის ლიდერს?

გვარდიოლამ ეს ამბავი რომ გაიგო, უმალვე გაუშვა სილვა თავის მეუღლესთან, რადგან პეპი თვლის, რომ ოჯახი ყველაფერზე მნიშვნელოვანია. დავიდის არ ყოფნა "სიტის" დაეტყო, თუმცა მისი გამოძახება არც კი განიხილებოდა. ესპანელი თავისი სურვილით დაბრუნდა გუნდში რამდენიმე ტურის შემდეგ და უმძიმესი პრობლემების მიუხედავად, სილვამ კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას, თუ ვინ არის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფლეიმეიქერი.

"სილვას მძიმე პრობლემები აქვს" - რა სჭირს სიტის ლიდერს?

ოჯახურმა სირთულეებმა ვარჯიშის პროცესზეც კი არ იმოქმედა. ესპანეთში მეუღლის გვერდით ყოფნის პერიოდში სილვა მაინც განაგრძობდა ინდივიდუალურად ვარჯიშს "ვალენსიას" ბაზაზე. "ღამურები" სიამოვნებით დაეხმარნენ თავის აღზრდილს, რომელმაც დაუვიწყარი წლები გაატარა "მესტალიაზე".

"სილვას მძიმე პრობლემები აქვს" - რა სჭირს სიტის ლიდერს?

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სილვა თავს სწირავს მაშინ, როდესაც ფეხბურთისგან შესვენების აღება შეუძლია. მანუელ პელეგრინის მწვრთნელობის პერიოდში, დავიდი ორი წელი არ იკეთებდა კოჭის ოპერაციას, რადგან ესპანელს არ სურდა რამდენიმე თვით ლაზარეთში ყოფნა და ფორმიდან ამოვარდნა.

სისტემატური ტკივილები როგორც წესი ჩემპიონატის ფინიშისკენ აწუხებს სილვას. 2011-2012 წლის სეზონში დავიდი ვერ ახერხებდა მატჩის სრულად ჩატარებას ისე, რომ კოჭის ტკივილს არ ეჩინა თავი, თუმცა ამის მიუხედავად, ესპანელმა გაძლო და "სიტის" ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა.

"ყოველი თამაშის შემდეგ, ექიმთან მივდივარ კოჭის შესამოწმებლად. ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ ყველა მოწინააღმდეგე სპეციალურად სწორედ მანდ მირტყამს. ჩემთვის მთავარია, რომ ფორმაში ვიყო, რაც შეიძლება დიდი ხნით და გუნდს დავეხმარო. დიახ, სწორედ ეს არის ჩემთვის ნომერ პირველი,"

"სილვას მძიმე პრობლემები აქვს" - რა სჭირს სიტის ლიდერს?

2013-2014 წლის საჩემპიონო სეზონიც ანალოგიური სცენარით მიმდინარეობდა, კვლავ კოჭის პრობლემა და ოპერაციაზე უარის თქმა. ტკივილი იმდენად მძიმე იყო, რომ სილვა კვირაში მხოლოდ ორ დღეს ვარჯიშობდა. ამის მიუხედავად, დავიდი მაინც იყო მოედანზე ყველაზე სასარგებლო მოთამაშე. "ჰალის" წინააღმდეგ ერთ-ერთ გადამწყვეტ შეხვედრაში კი ესპანელი უბრალოდ მეფობდა.

"სილვას მძიმე პრობლემები აქვს" - რა სჭირს სიტის ლიდერს?

გასული წლის მარტში ოპერაცია უკვე გარდაუვალი იყო, თუმცა სილვა მაინც უარზე იყო, რადგან ლაზარეთში იწვნენ კევინ დე ბრუინი და ხესუს ნავასი. სწორედ ბელგიელის დაბრუნების შემდეგ წავიდა დავიდი გამოკვლევებზე.

"სილვას მძიმე პრობლემები აქვს" - რა სჭირს სიტის ლიდერს?

სილვას შესახებ ამბობენ, რომ როდესაც ის ბურთით არის, მის გარშემო მაგიური წრე იკვრება, რომელშიც ვერავინ აღწევს. ეს დახასიათება მის თამაშის სტილს 100%-ით აღწერს, თუმცა როგორც გაირკვა არანაკლებ შექებას იმსახურებს დავიდის მტკიცე ხასიათი და პიროვნული თვისებები. სწორი მათი დამსახურებით არის სილვა "სიტის" ლიდერი და ლეგენდა, რომლის წასვლის შემდეგ, "ეტიჰადზე" მდუმარება დაისადგურებს.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები