იბრას მომავალი დიდი ალბათობით გარკვეულია - სად გააგრძელებს კარიერას შვედი? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იბრას მომავალი დიდი ალბათობით გარკვეულია - სად გააგრძელებს კარიერას შვედი?


იბრას მომავალი დიდი ალბათობით გარკვეულია - სად გააგრძელებს კარიერას შვედი?

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი გეგმა "მანჩესტერ იუნაიტედში" უკვე შეასრულა. ალბათ არც არავის ეგონა, რომ შვედი დიდი ხნით დარჩებოდა "ოლდ ტრაფორდზე". დიახ, იბრამ შესანიშნავად ჩაატარა გასული სეზონი და გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა (46 მატჩი, 28 გოლი), თუმცა 36 წლის ასაკში იგივეს გამეორება პრემიერ ლიგაში პრაქტიკულად არარეალურია, მძიმე ტრავმა აქ არაფერ შუაშია.

იბრას მომავალი დიდი ალბათობით გარკვეულია - სად გააგრძელებს კარიერას შვედი?

მთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში, სხვადასხვა გამოცემებს აქტიურად გადაჰყავდათ ზლატანი მლს-ში. თავად იბრა ყველაფერს უარყოფდა, რადგან მისივე სიტყვებზე დაყრდნობით, "მანჩესტერის" 10-იანს სულ სხვა გეგმები ჰქონდა:

"ამერიკა? არა, მე ნორვეგიაში წასვლას ვაპირებ. როგორ არის ჩემი მუხლი? ძალიან კარგად," - აცხადებდა შვედი და კოჭლობით აგრძელებდა გზას.

იბრას მომავალი დიდი ალბათობით გარკვეულია - სად გააგრძელებს კარიერას შვედი?

"ლოს ანჯელეს გალაქსი" ჯერ კიდევ 2016 წლის ზაფხულში ცდილობდა მის გადმობირებას, ხელფასის სახით კი ჩრდილოეთ ამერიკელები წელიწადში 7,4 მილიონ დოლარს იხდიდნენ, თუმცა იბრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" აირჩია.



ლაზარეთიდან დაბრუნების შემდეგ, შვედმა მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, რის მერეც კვლავ ტრავმა მიიღო. ევროპისთვის ზლატანი უკვე ბებერია, აი ამერიკაში კი იბრაჰიმოვიჩი კვლავ დაიბრუნებს მეფის/ღმერთის სტატუსს, თან ისე რომ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელიც გახდება.

იბრას მომავალი დიდი ალბათობით გარკვეულია - სად გააგრძელებს კარიერას შვედი?

შვედი ფორვარდის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი ჟოზე მოურინიომაც გააკეთა:

"მლს-ში გადასვლის თაობაზე მას არაფერი უთქვამს ჩემთვის, მაგრამ თუ იბრას სხვა ჩემპიონატში სურს თამაში, ჩვენ დავეხმარებით ზლატანს ყველაზე კარგი ვარიანტის მოძებნაში,"

პორტუგალიელი სპეციალისტი არნახულად მოკრძალებულია, თუმცა გავიხსენოთ რას უშვება ჟოზე ვეტერან ლეგენდებს. მოურინომ თავის დროზე ცივსისხლიანად გაუშვა რაული და გუტი "რეალიდან", ლამპარდი და ჩეხი კი "ჩელსიდან". აქედან გამომდინარე, პორტუგალიელს ნამდვილად აღარაფერში სჭირდება 36 წლის ტრავმატული იბრა. შვედის "მანჩესტერში" დარჩენა არც განიხილება.

იბრას მომავალი დიდი ალბათობით გარკვეულია - სად გააგრძელებს კარიერას შვედი?

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იანვარში ზლატანსა და "გალაქსის" შორის მოლაპარაკებები წარმატებულად მიმდინარეობდა. შვედს წელიწადში 7,7 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ (ამაზე მეტი მლს-ში არავის აქვს), თუმცა იბრას კიდევ უფრო მეტის მოთხოვნაც შეუძლია, რადგან მის ხელში ყველა კოზირია.

ამერიკის ჩემპიონატი პირველ რიგში კომერციული პროდუქტია, რომლის ფუნდამენტი ხმამაღალ სახელებზე დგას. წელს მლს-ი დატოვეს პირლომ, კაკამ, ჯერარდმა და ლამპარდმა, ვილა და ჯოვინკო კი უკვე დიდი ხანია, რაც მობეზრდნენ ჭირვეულ ამერიკელ ფანებს. ლიგას ახალი ვარსკვლავი სჭირდება, ზლატანი კი ამ როლზე იდეალური კანდიდატია, ასე რომ აღნიშნული 7,7-ის აწევა 1-2 მილიონით, პრობლემა არ უნდა იყოს.

იბრას მომავალი დიდი ალბათობით გარკვეულია - სად გააგრძელებს კარიერას შვედი?

იბრაჰიმოვიჩი ბევრად უფრო მედიური პერსონაა ვიდრე იგივე პირლო ან თუნდაც ჯერარდი, შესაბამისად შვედი თავისი ეპატაჟურობით კიდევ უფრო მოიზიდავს ხალხს სტადიონებზე და "გალაქსის" მაისურების გაყიდვის პროცენტსაც შესამჩნევად გაზრდის. აქედან გამომდინარე, მლს-საც არანაკლებად სჭირდება ზლატანი, ვიდრე ზლატანს მლს-ი.

ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს დევიდ ბექჰემის ფაქტორიც. ცნობილია, რომ ინგლისელი და შვედი კარგი მეგობრები არიან ჯერ კიდევ "პსჟ"-დან მოყოლებული. 2020 წლისთვის მლს-ში ფუნქციონირებას დაიწყებს ბექსის კლუბი, რომელიც ამერიკულ ბაზარზე პოპულარიზაციის მოპოვებას ეცდება. ზლატანი იმ დროისთვის სავარაუდოთ უკვე სახალხო გმირის სტატუსით იქნება და დიდი ალბათობით ინგლისელის პირველი მასშტაბური შენაძენი სწორედ იბრა გახდება. ეს გარიგება აწყობს ყველას, დევიდსაც, ზლატანსაც და რაც მთავარია მთლიან მლს-საც.

იბრას მომავალი დიდი ალბათობით გარკვეულია - სად გააგრძელებს კარიერას შვედი?

უახლოეს თვეებში იბრაჰიმოვიჩი დაწერს გულისამაჩუყებელ წერილს, რომელშიც იტყვის, რომ დასრულდა კიდევ ერთი თავგადასავალი, მაგრამ მალე დაიწყება ახალი. ძველი გულშემატკივრები გაიხსენებენ მის ლეგენდარულ გოლებსა და მიღწევებს, თავად ზლატანი კი ახალი გულების დასაპყრობად ოკეანეს იქით გაეშურება. დასრულდება სახელოვანი ეპოქა, რომელიც თითქმის 20 წლის მანძილზე მიმდინარეობდა ექვს სხვადასხვა ჩემპიონატში.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები