"არსენალიდან 8 წლის ასაკში გამაგდეს, მაგრამ გული არ დამწყდა" - ჰარი კეინის ისტორია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"არსენალიდან 8 წლის ასაკში გამაგდეს, მაგრამ გული არ დამწყდა" - ჰარი კეინის ისტორია



"ტოტენჰემის" ლიდერი ჰარი კეინი გამოცემა "The Players Tribune"-ს უყვება თავისი ცხოვრებისა და კარიერის ყველაზე გამორჩეულ მომენტებს.

ბავშვობაში შენი წარუმატებლობები სასაცილოდ გეჩვენება. ძალიან კარგად მახსოვს ის დღე, პარკში ვიყავით, რომელშიც მე, მამაჩემი და ჩემი ძმები ფეხბურთის სათამაშოდ დავდიოდით ხოლმე. იქ არ იდგა კარებები და მოედანიც არ იყო ნორმალურ მდგომარეობაში, მაგრამ ჩვენ გვქონდა ბურთი, რაც ბავშვური ბედნიერებისთვის საკმარისი იყო. იმ დროს "არსენალის" აკადემიაში ვირიცხებოდი, ასე ვთქვათ მტრის ბანაკში ვიყავი, თუმცა ამას დიდ შესაძლებლობად აღვიქვავდი.

"არსენალიდან 8 წლის ასაკში გამაგდეს, მაგრამ გული არ დამწყდა" - ჰარი კეინის ისტორია

8 წლის ვიყავი, როდესაც მამაჩემმა იმ პარკში წამიყვანა, მხარზე ხელი დამადო და მითხრა: "ჰარი, "არსენალმა" უარი თქვა შენზე," არც მახსოვს რა განვიცადე იმ მომენტში, იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავი. მამაჩემს არ გაულანძღია "არსენალი", მან უბრალოდ დამამშვიდა: "ნუ ღელავ, სხვა გუნდს მოვძებნით,"

მამაჩემი არასდროს მამყოფებდა ზეწოლის ქვეშ, პირიქით ის მუდამ გვერდში მედგა და ოპტიმისტურად იყო განწყობილი ყველაფრის მიმართ. მისი ცხოვრებისეული დევიზი იყო "რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერს ერთად დავძლევთ,"

"არსენალიდან 8 წლის ასაკში გამაგდეს, მაგრამ გული არ დამწყდა" - ჰარი კეინის ისტორია

"არსენალის" შემდეგ რაღაც პერიოდი "უოტფორდში" ვთამაშობდი, სადაც "ტოტენჰემის" სკაუტებმა" შემამჩნიეს. მინდა ვთქვა, რომ თეთრი ფერი ყოველთვის მიხდებოდა. მახსოვს პირველი მატჩი "არსენალის" წინააღმდეგ, გაბრაზებული და ნაწყენი ვიყავი, მინდოდა, რომ "მეთოფეებს" სინანული ეგრძნოთ ჩემი გაშვების გამო. ახლა ამ ყველაფერს, რომ ვიხსენებ ძალიან მეცინება, თუმცა იმ მომენტში ეს იყო უდიდესი სტიმული ჩემთვის. მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში: "ვნახოთ, ვინ არის ჩვენ შორის მართალი და ვინ არა,"



ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პრემიერ ლიგაში 100-გოლიან ზღვარს გადავაბიჯე, ადრე ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი. მახსოვს 2012 წელს, როდესაც "ტოტენჰემმა" იჯარით "მილუოლში" გამიშვა მე ვნატრულობდი, შევძლებ თუ არა როდესმე ერთი გოლის გატანას მაინც პრემიერ ლიგაში. მაშინ 18 წლის ვიყავი და ეს იყო ჩემი კარიერის ყველაზე გიჟური ეტაპი. "მილუოლის" ფანები პირველ რიგში თავისი ემოციურობით არიან ცნობილნი. ერთ-ერთ მატჩში მსაჯმა ჩვენს წინააღმდეგ შეცდომა დაუშვა, მოედნის მიმართულებით მომენტალურად დაიწყო სხვადასხვა ნივთების ცვენა, ამის მიუხედავად, ის თამაში არ შეწყდა.

მე შოკში ვიყავი, სხვა ფეხბურთელები კი ამბობდნენ, რომ თუ ამ მატჩს წავაგებდით, ხელფასების გარეშე დავრჩებოდით, რადგან გავარდნის ალბათობა საკმაოდ მაღალი იყო. თანაგუნდელების უმეტესობას სახლში პატარა ბავშვები ჰყავდათ და ისინი მარცხის შემთხვევაში ძალიან ზარალდებოდნენ. იმ მომენტში მივხვდი, რომ სპორტი არ იყო უბრალოდ თამაში და ფეხბურთი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საქმე პასუხისმგებლობას მოითხოვს. საბედნიეროდ ქვედა დივიზიონში არ გავვარდნილვართ და "მილუოულის" ქომაგებთან თბილი ურთიერთობა დამრჩა. მე ისინი მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ გიჟები არიან.

"არსენალიდან 8 წლის ასაკში გამაგდეს, მაგრამ გული არ დამწყდა" - ჰარი კეინის ისტორია

"მილუოლის" შემდეგ მეგონა, რომ "ტოტენჰემი" აღარსად გამიშვებდა, თუმცა იჯარით წასვლა კვლავ მომიწია ერთი სეზონით, ამჯერად "ლესტერში", რომელიც იმ დროს ჩემპიონშიფში ასპარეზობდა. სწორედ "მელიების" შემადგენლობაში ყოფნის დროს მქონდა კარიერის ყველაზე რთული პერიოდი, რადგან ვერაფრით ვახერხებდი ძირითადში ადგილის დამკვიდრებას.

მე ვფიქრობდი: "თუ ჩემპიონშიფის გუნდში ვარ უვარგისი, მაშინ რა მინდა "ტოტენჰემში", რომელიც პრემიერ ლიგაში გამოდის?" ყველაფერზე ხელი მქონდა ჩაქნეული, როდესაც მამაჩემი მოვიდა ჩემთან და მითხრა: "უბრალოდ განაგრძე შენს თავზე მუშაობა და ყველა სირთულეს დაძლევ,"

"არსენალიდან 8 წლის ასაკში გამაგდეს, მაგრამ გული არ დამწყდა" - ჰარი კეინის ისტორია

ერთი წლის შემდეგ "ტოტენჰემში" დავბრუნდი, სადაც მთავარ მწვრთნელად იმ მომენტში ანდრე ვილაშ-ბოაში დაინიშნა. პორტუგალიელს კვლავ უნდოდა ჩემი იჯარით გაშვება, მაგრამ მე პირდაპირ ვუთხარი მას: "ჩემი მიზანია მხოლოდ და მხოლოდ "ტოტენჰემში" თამაში, სხვა გუნდები არ მაინტერესებს. შეგიძლია ყოველ პარასკევს გამიმეორო, რომ ძირითადისთვის არასაკმარისად კარგი ვარ, მაგრამ მე მაინც დავრჩები აქ და ყველაფერს გავაკეთებ ადგილის დასამკვიდრებლად,"

ბოაშმა დამტოვა და მთავარ გუნდშიც გადმომიყვანა. მე ვგრძნობდი, თუ როგორ მიბრუნდებოდა თავდაჯერებულობა. ოცნება თვალწინ მედგა, მაგრამ ვიცოდი, რომ ნატვრის ასახდენად ძალიან ბევრი შრომა დამჭირდებოდა. ვარჯიშებზე ძალიან კარგად გამოვიყურებოდი, თუმცა პორტუგალიელი მაინც არ მაკარებდა ძირითადს. ბოაში ზამთარში გაუშვეს, მის მაგივრად კი ტიმ შერვუდი დანიშნეს. სწორედ ინგლისელმა მომცა მე შანსი, რომელიც საბედნიეროდ წარმატებულად გამოვიყენე.

"არსენალიდან 8 წლის ასაკში გამაგდეს, მაგრამ გული არ დამწყდა" - ჰარი კეინის ისტორია

სამი მატჩიდან სამივეშივე გავიტანე, განსაკუთრებით აღსანიშნია "უაით ჰარტ ლეინზე" შეგდებული პირველი გოლი. ეს იყო დაუვიწყარი მომენტი, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო. რეალურად ახალ საფეხურზე კი მაურისიო პოჩეტინოს მოსვლის შემდეგ ავედით. არგენტინელმა იდეალურად მოარგო თავისი სამწვრთნელო იდეა კლუბს და ერთ მუშტად შეგკვრა ყველა.

პოჩეტინო არავის ტოვებდა უყურადღებოდ, ის ყველას აძლევდა შანსს, მაგრამ არგენტინელი არ ინდობდა ზარმაც ფეხბურთელებს. თუ მოთამაშე ვარჯიშებზე ბოლომდე არ იხარჯებოდა, ის უბრალოდ განწირული იყო. მაურისიო არასდროს საუბრობდა თავის საფეხბურთო კარიერაზე, ის მხოლოდ გუნდის შედეგზე იყო ჩაციკლული.

"არსენალიდან 8 წლის ასაკში გამაგდეს, მაგრამ გული არ დამწყდა" - ჰარი კეინის ისტორია

ყველაზე თბილად მახსენდება მომენტი, როდესაც "ტოტენჰემის" მაისურით პირველი ჰეტ-ტრიკი შევასრულე. პოჩეტინომ თავის ოფისში დამიძახა, ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ და ბოლოს სურათიც გადავიღეთ. ჩემთვის ის იდეალური მწვრთნელი და უფროსია. მაურისიო მოედნის გარეთაც ძალიან კარგი მეგობარია, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ გუნდში ესეთი ერთსულოვნება სუფევს.

მიუხედავად იმისა, რომ "არსენალზე" მთელი ცხოვრება ვიყავი გაბრაზებული, ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დამიწუნეს, რადგან ეს ინციდენტი რომ არა, ჩემი კარიერა სულ სხვანაირად წარიმართებოდა. ყოველთვის მბურძგლავს, როდესაც "მეთოფეებს" გოლს ვუტან.

"არსენალიდან 8 წლის ასაკში გამაგდეს, მაგრამ გული არ დამწყდა" - ჰარი კეინის ისტორია

ახლა, როდესაც 100-გოლიან ნიშნულს მივუახლოვდი, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მთელი კარიერის მანძილზე მედგა გვერდში. მადლობა ოჯახის წევრებს, მამას, დედასა და ძმებს. მადლობა ჩემს საცოლეს კეიტს, ის ძალიან დამეხმარა, მაშინ როდესაც ყველაფერი ინგრეოდა.

"არსენალიდან 8 წლის ასაკში გამაგდეს, მაგრამ გული არ დამწყდა" - ჰარი კეინის ისტორია

მადლობა თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს, განსაკუთრებით კი პოჩეტინოს, რომელმაც ჩემში ნამდვილი თავდამსხმელი აღმოაჩინა. ცალკე მინდა გამოვარჩიო "ტოტენჰემის" გულშემატკივრები, მე ხომ მათ თვალწინ გავიზარდე როგორც ფეხბურთელი. ბოლო სეზონებში რამდენჯერმე ვიყავით ახლოს ჩემპიონობასთან, მაგრამ სამწუხაროდ საწადელს ვერ ვაღწევდით. ამის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და სირთულეების დაძლევას, ყველაფერი კარგად იქნება.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები