კავანი ნეიმარის წინააღმდეგ - ვის მხარეს არიან გულშემატკივრები? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კავანი ნეიმარის წინააღმდეგ - ვის მხარეს არიან გულშემატკივრები?


კავანი ნეიმარის წინააღმდეგ - ვის მხარეს არიან გულშემატკივრები?

ედინსონ კავანი უკვე მეხუთე სეზონია, რაც "პსჟ"-ს მაისურით ბრწყინავს და ამ წლის იანვარში მის პარიზულ კარიერაში კულმინაცია დადგა, "მატადორმა" გოლების რაოდენობით ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაასწრო, რითაც "დედაქალაქელთა" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამასობაში კი ნეიმარმა მორიგი პენალტი დაარტყა ურუგვაელის ნაცვლათ და პარიზული პუბლიკისგან სტვენაც დაიმსახურა.

კავანი ნეიმარის წინააღმდეგ - ვის მხარეს არიან გულშემატკივრები?

სანამ ბრაზილიელი თავისი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ცდილობს მსოფლიოს გაკვირვებას, კავანი უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს, რითაც პირველ რიგში მნიშვნელოვნად ეხმარება გუნდს. ორი სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავის ე.წ. კონფლიქტში "პსჟ"-ს ფანებმა ურუგვაელის მხარე დაიჭირეს, რადგან ედინსონი ნეიმარისგან განსხვავებით, თავის პირად ინტერესებს ყოველთვის მეორე პლანზე აყენებდა.

კავანი ნეიმარის წინააღმდეგ - ვის მხარეს არიან გულშემატკივრები?

დიახ, ეპატაჟურობის მხრივ ბრაზილიელი ჯერ კიდევ ვერ შეედრება იბრაჰიმოვიჩს, თუმცა ზლატანი ყოველთვის იუმორით აკეთებდა ხმამაღალ განცხადებებს. შვედი არასდროს ცდილობდა ვინმესთვის რამის დამტკიცებას, ის უბრალოდ სიამოვნებას იღებდა პარიზში ფეხბურთის თამაშისგან. ნეიმარი კი თავისი ყოველი ნაბიჯით აჩვენებს ხალხს, რომ ბრაზილიელი არის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებლი ფეხბურთელი და მთავარი სელებრითი გუნდში.

კავანი ნეიმარის წინააღმდეგ - ვის მხარეს არიან გულშემატკივრები?

პარიზული კარიერის საწყის ეტაპზე კავანის ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე უნდა ეთამაშა იბრასთან დუეტში, თუმცა ლორან ბლანმა ვერ მოახერხა ორი მეგა-თავდამსხმელის ერთ საჯარიმოში წარმატებულად თავმოყრა, რის გამოც ფრანგმა შეტევის მარცხენა ფლანგზე გადაწია ურუგვაელი, ზლატანი კი ხელშეუხებელი დარჩა.

ედინსონს არ უწუწუნია, ის დათანხმდა ახალ როლს, რის შემდეგაც მან 3 სეზონი გაატარა ვინგერის პოზიციაზე და ცენტრ-ფორვარდად მხოლოდ მაშინ თამაშობდა, როდესაც ზლატანი ტრავმირებული იყო ან უბრალოდ დასვენებას მოითხოვდა.

კავანი ნეიმარის წინააღმდეგ - ვის მხარეს არიან გულშემატკივრები?

კავანიმ მალევე აუღო ალღო მისთვის აქამდე უცნობ როლს, ურუგვაელი პირველი ახდენდა მეტოქის პრესინგს, ეხმარებოდა მცველებსა და ასისტებითაც გამოირჩეოდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ედინსონს არ დავიწყებია თავისი ბომბარდირული თვისებებიც, ფლანგზე გატარებულ 148 მატჩში, "მატადორმა" 81 გოლის გატანა მოახერხა.



ზლატანმა 2016 წლის ზაფხულში დატოვა პარიზი, რის შემდეგაც კავანიმ როგორც იქნა თავის საყვარელ პოზიციაზე გადაინაცვლა. საჯარიმოში დაბრუნების შემდეგ, ურუგვაელი ატომური ბომბივით აფეთქდა, გასულ სეზონში "მატადორმა" 50 მატჩში გაიტანა 49 გოლი, რაც მართლაც ფენომენალური შედეგი იყო. ედინსონის კარიერაში თითქოს მშვიდობიანი ეტაპი იწყებოდა, მაგრამ ზაფხულში ურუგვაელს ახალი თავის სატკივარი გამოუჩნდა მტირალა ბრაზილიელი ვარსკვლავის სახით.

კავანი ნეიმარის წინააღმდეგ - ვის მხარეს არიან გულშემატკივრები?

კავანიმ მისცა ნეიმარს პენალტების შესრულების უფლება, თუმცა როდესაც იბრას რეკორდამდე სულ ცოტაღა რჩებოდა, ურუგვაელმა დათმობა სთხოვა ბრაზილიელს, მაგრამ "დელფინმა" უარით გაისტუმრა "მატადორი", რის გამოც გულშემატკივრებისგან სტვენა დაიმსახურა. ედინსონმა მაინც მალევე მიაღწია საწადელს და "პსჟ"-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.



თერთმეტმეტრიანის დარტყმის ირგვლივ მომხდარმა ინციდენტმა აჩვენა, რომ კავანისთვის პირველ ადგილზე გუნდური ინტერესები დგას. ურუგვაელი ხვდება თუ რამხელა ინვესტიცია არის ჩადებული ნეიმარში და რა გეგმები აქვს კლუბის ხელმძღვანელობას ბრაზილიელზე. დღესდღეობით პარიზის მთავარი ვარსკვლავი სწორედ ნეიმარია და სანამ სიტუაცია არ შეიცვლება, კავანი მოთმინებით აიტანს ექს-"ბარსელონელის" ჭირვეულობებს, იმისთვის, რომ გუნდს ზედმეტი დაძაბულობა აარიდოს.

კავანი ნეიმარის წინააღმდეგ - ვის მხარეს არიან გულშემატკივრები?

ურუგვაელი მოედნის გარეთაც იქცევა სამაგალითოდ. სანამ "პსჟ"-ს სხვა ფეხბურთელები თითქმის ყოველ თვე ცდილობენ სხვადასხვა ბონუსების გამოგლეჯას შეიხებისგან, ედინსონმა პარიზული კარიერის მხოლოდ მეოთხე წელს გადაავლო ხელახლა თვალი თავისი კონტრაქტის პირობებს. "მატადორი" ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც "ბარსელონასგან" განადგურების შემდეგ, სიმშვიდეს ინარჩუნებდა გასახდელში.

კავანი ნეიმარის წინააღმდეგ - ვის მხარეს არიან გულშემატკივრები?

"პსჟ"-ს ხელმძღვანელობისა და პარიზელი ტურისტების თვალში ნეიმარი ჯერჯერობით არის ის ფეხბურთელი, რომელიც გუნდს ნანატრ ჩემიონთა ლიგას მოაგებინებს. რაც შეეხება კავანის, დიახ, ის მეორე პლანზეა, თუმცა ურუგვაელი დღითიდღე იმყარებს ლეგენდისა და ე.წ. "ხალხის ჩემპიონის" სტატუსს, რაც კიდევ უფრო ამაღლებს მის რეპუტაციას.

კავანი ნეიმარის წინააღმდეგ - ვის მხარეს არიან გულშემატკივრები?

იმ შემთხვევაში, თუ "პსჟ" წელს კვლავ შეირცხვენს თავს ევრო-ასპარეზზე, ნეიმარის იმიჯი ბანქოს სახლივით დაინგრევა, ამასთან ერთად კი გუნდს დატოვებს უნებისყოფო უნაი ემერიც, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ვარსკვლავების მოტივირება ერთი საერთო იდეით. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ბრაზილიელი კრიტიკოსების დადუმებას, "რეალის" წინააღმდეგ მოახლოებული დუელი სავარაუდოთ ბევრ კითხვას გასცემს პასუხს, ჩვენ კი უბრალოდ დაველოდოთ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები