ნეიმარმა ტულუზასთან მიღებულ ტრავმაზე კომენტარი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნეიმარმა ტულუზასთან მიღებულ ტრავმაზე კომენტარი გააკეთა


ნეიმარმა ტულუზასთან მიღებულ ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

ლიგა 1-ის მატჩში "პარი სენ ჟერმენი" "ტულუზას" ესტუმრა, სადაც 0:1 ნეიმარის გოლის წყალობით იმარჯვა.

26 წლის ბრაზილიელმა შეხვედრის მიმდინარეობის დროს მუხლი დაიზიანა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ფანები დაამშვიდა: "არც მტკივა და არც დამისივდა."

ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში "რეალი" "პარი სენ ჟერმენს" მასპინძლობს და ახლა ნეიმარის ტრავმა ის უკანასკნელია, რაც ემერის სჭირდება.

ასევე, "ტულუზასთან" მატჩში მუხლი კილიან მბაპემაც დაიზიანა, თუმცა არც მისი ტრავმა აღმოჩნდა სერიოზული.
ნეიმარმა ტულუზასთან მიღებულ ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები