მარსელო: "ნეიმარი რეალში ითამაშებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მარსელო: "ნეიმარი რეალში ითამაშებს"


მარსელო:

მარსელო ფიქრობს, რომ მისი თანამემამულე ნეიმარი ადრე თუ გვიან მადრიდის "რეალში" გადავა.

26 წლის ფეხბურთელი "პარი სენ ჟერმენის" ღირსებას იცავს და მას სურს, რომ ამ კლუბში ისტორია დაწეროს. მიუხედავად ამისა, ხშირად იწერება, რომ ზაფხულში პერესი მის ყიდვას შეეცდება.

"ვფიქრობ, რომ ერთ დღეს ნეიმარი "რეალში" ითამაშებს. მოერგება თუ არა ის ამ გუნდს? რა თქმა უნდა, მოერგება.

დიდებული სანახაობა იქნება, თუ მას "სამეფო კლუბში" ვიხილავთ.

ჩემი აზრით, დიდი მოთამაშეები, სწორედ "რეალში" უნდა თამაშობდნენ", - განაცხადა მარსელომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები