მარსელის პრეზიდენტი: "არ ველოდი, რომ ევრა ისეთ კარგ კლუბში გადავიდოდა, როგორიც ვესტ ჰემია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მარსელის პრეზიდენტი: "არ ველოდი, რომ ევრა ისეთ კარგ კლუბში გადავიდოდა, როგორიც ვესტ ჰემია"


მარსელის პრეზიდენტი:

"მარსელის" პრეზიდენტმა, ჟან-ანრი ეირომ განაცხადა, რომ გუნდის ექს-მცველის, პატრის ევრას "ვესტ ჰემში" ჩარიცხვამ გააკვირვა.

მოგეხსენებათ, 36 წლის ფრანგმა ამ ზამთარს ინგლისურ კლუბთან მოკლევადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

"არ ველოდი, რომ ისეთ კლუბში აღმოჩნდებოდა, როგორიც "ვესტ ჰემია", კარგი გუნდია", - ციტირებს ეიროს სიტყვებს Telefoot.

"მას კარიერის წარმატებით დასრულებას ვუსურვებ".

შეგახსენებთ, ევრამ "მარსელი" ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში "ვიტორია გიმარაეშთან" (0:1) გამართული მატჩის წინ მომხდარი ინციდენტის გამო სკანდალურად დატოვა.

ფრანგული კლუბის თაყვანისმცემელმა ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ფეხბურთელმა სახეში ფეხი უთავაზა. უეფამ ევრა ევროთასებს 2018 წლის ივნისამდე ჩამოაშორა, "მარსელმა" კი მცველს კონტრაქტი გაუწყვიტა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები