ბაიერნმა ნოიერის შემცვლელს ბარსელონაში მიაგნო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერნმა ნოიერის შემცვლელს ბარსელონაში მიაგნო


ბაიერნმა ნოიერის შემცვლელს ბარსელონაში მიაგნო

"ბარსელონას" მეკარე, იასპერ სილესენი შეიძლება "ბაიერნში" გადავიდეს, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca.

ზემოთაღნიშნული წყაროს ინფორმაციით, მიუნხენელთა ხელმძღვანელობა 28 წლის ფეხბურთელის გოლკიპერ მანუელ ნოიერის შემცვლელად განიხილავს.

მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერის" გერმანელი კარის დარაჯი სეზონის დიდ ნაწილს ტრავმის გამო ტოვებს.

მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე სილესენმა ყველა ტურნირზე ერთად ცხრა მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაუშვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები