მაგთის აბონენტები ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩნენ, სილქ ტვ ერთადერთი მომწოდებელი გახდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მაგთის აბონენტები ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩნენ, სილქ ტვ ერთადერთი მომწოდებელი გახდა


მაგთის აბონენტები ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩნენ, სილქ ტვ ერთადერთი მომწოდებელი გახდა

სილქ ტვ-ის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, საქართველოში ჩემპიონთა ლიგის ტრანსლაციები მხოლოდ მათ არხებზე გავა.

როგორც ჩანს, "საზოგადოებრივ მაუწყებელს", რომელიც ბიუჯეტიდან 40-50 მილიონით ფინანსდება ყოველწლიურად, ლიგის ტრანსლაციებისთვის ფინანსები აღარ ეყო...

ამრიგად, მოხდება ისე, რომ მომდევნო 3 სეზონის განმავლობაში, მხოლოდ სილქნეტის არხები გადმოსცემენ ჩემპიონთა ლიგას.

როგორც იცით, კომპანია ევრო ტურნირების ტრანსლაციების უფლებას აქამდეც ფლობდა, თუმცა პარალელურად შეხვედრებს "საზოგადოებრივი მაუწყებელიც" აჩვენებდა.

მაგთის აბონენტები ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩნენ, სილქ ტვ ერთადერთი მომწოდებელი გახდა

სილქ ტვ რამდენიმე სპორტულ არხს ფლობს, მათ შორის არის სილქ უნივერსალი, რომელიც მაყურებელისთვის უფასოა. ცხადია, რომ ჩემპიონთა ლიგის ერთი შეხვედრა უფასო არხზე იქნება ნაჩვენები, თუმცა მხოლოდ ერთი...

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" ორ არხზე, ერთდროულად ორი მატჩის ტრანსლაციას სთავაზობდა მაყურებელს.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 და 1/4 ფინალური ეტაპების დროს, ერთ დღეში 2 მატჩი იმართება და ცხადია, რომ ყველას თავისი საყვარელი გუნდის შეხვედრის ყურება სურს. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ამ ეტაპებზე ორივე შეხვედრას ანახებდა, სილქ ტვ კი სავარაუდოდ მხოლოდ 1-ს შემოგთავაზებთ უფასოდ და შესაძლოა თქვენი რჩეული გუნდის მატჩი ფასიან არხზე აღმოჩნდეს.

შესაძლოა, ფეხბურთს მოყვარულებმა ამ სიახლის გამო სილქ ტვ-ის დაყენება გადაწყვიტონ. რა დაჯდება?

მინიმალური პაკეტის ღირებულება 9 ლარია და ამას დაემატება 10 ლარი, რაც სპორტის ცალკე კატეგორიას გულისხმობს. ყოველთვიურად გულშემატკივარს 19 ლარის გადახდა მოუწევს, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. სილქ ტვ-ის ტელევიზიის ინსტალაცია 250 ლარი ჯდება.

მაგთის აბონენტები ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩნენ, სილქ ტვ ერთადერთი მომწოდებელი გახდა

ასევე, პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სილქ ტვ-ის დაფარვის ზონა მთელს საქართველოში არ აქვს. რუკაზე ხედავთ მონიშნულია ის ადგილები, სადაც კომპანია სილქნეტით სარგებლობა შეგიძლიათ.

სილქ ტვ არ არის: სარფში, გონიოში, ჩაქვში, ურეკში, ანაკლიაში, ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, მარტვილში, ხონში, ხობში, ბახმაროში, წყალტუბოში, ცაგერში, ლენტეხში, ონში, უშგულში, ბაკურიანში, კასპში, მარნეულში, გუდაურში, სტეფაწმინდაში, თიანეთში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში, ახმეტაში.

მაგთის აბონენტები ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩნენ, სილქ ტვ ერთადერთი მომწოდებელი გახდა

სილქ ტვ-ის არხები რამდენიმე საკაბელო ტელევიზიაზე ნებადართულია, თუმცა ეს არხები არ არის "მაგთის IP" ტელევიზიაზე.

ბაზრის მონაცემებს თუ დავხედავთ, მაგთის ტელევიზიით თითქმის იმდენივე მომხარებლები სარგებლობს, რამდენითაც სილქ ტვ-ის.

გამოდის, რომ საკაბელო ტელევიზიების 50%-მდე ჩემპიონთა ლიგის გარეშე რჩება, რადგან მაგთის არც სილქ უნივერსალი აქვს, რომელიც სილქ ტვ-ის აბონენტებისთვის უფასოა.

ეს მაგთის ქართული არხებია, სადაც სილქ უნივერსალი არ შედის.
მაგთის აბონენტები ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩნენ, სილქ ტვ ერთადერთი მომწოდებელი გახდა

ეს კომპანიის სპორტული არხებია და სილქ უნივერსალი აქაც არ არის.
მაგთის აბონენტები ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩნენ, სილქ ტვ ერთადერთი მომწოდებელი გახდა

და ბოლოს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი.

მაგალითად, ზეგ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის ორი შეხვედრა გაიმართება.

რეალი - პარი სენ ჟერმენი
პორტო - ლივერპული

თავად კომპანია გადაწყვეტს, რომელი მატჩი აჩვენოს უფასო არხზე. ცხადია, რომ თუ ფასიან არხზე "რეალი" "პარი სენ ჟერმენის" შეხვედრა იქნება ნაჩვენები, ფეხბურთის მოყვარულთა დიდი ნაწილი ვალდებული იქნება ფასიანი პაკეტი შეიძინოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები