იუვენტუსი მზადაა კეინის სანაცვლოდ კოლოსალური თანხა გადაიხადოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსი მზადაა კეინის სანაცვლოდ კოლოსალური თანხა გადაიხადოს


იუვენტუსი მზადაა კეინის სანაცვლოდ კოლოსალური თანხა გადაიხადოს

"ტოტენჰემის" თავდამსხმელი, ჰარი კეინი "იუვენტუსის" ინტერესთა სფეროში მოექცა, იტყობინება Don Balon.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, ტურინელები მზად არიან "დეზებს" 24 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 250 მილიონი ევრო შესთავაზონ.

თუ ტრანსფერი განხორციელდება, ინგლისელი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება. ამ ეტაპზე, რეკორდი ნეიმარს ეკუთვნის, რომელიც "ბარსელონადან" "პსჟ"-ში 222 მილიონად გადაბარგდა.

კეინი "ტოტენჰემის" ღირსებას 2011/12 წლების სეზონიდან იცავს. მას კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება, მისი სატრანსფერო ღირებულება, transfermarkt.de-ს შეფასებით, 120 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში ინგლისელმა ფორვარდმა "დეზების" რიგებში 33 მატჩი ჩაატარა, 32 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასიც გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები