დორტმუნდი ბატშუაის კონტრაქტის შესყიდვას ეცდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დორტმუნდი ბატშუაის კონტრაქტის შესყიდვას ეცდება


დორტმუნდი ბატშუაის კონტრაქტის შესყიდვას ეცდება

დორტმუნდის "ბორუსია" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ჩელსის" თავდამსხმელის, მიში ბატშუაის შესყიდვას ეცდება. ამის შესახებ London Evening Standard წერს.

პირველ მატჩებში თავისი წარმატებებით ბელგიელმა დორტმუნდელთა ხელმძღვანელობა ფეხბურთელის სრულფასოვანი ტრანსფერის დაგეგმვაში დაარწმუნა. ბატშუაიმ ბუნდესლიგის პირველ ორ მატჩში სამი გოლი შეაგდო და ერთი საგოლე პასი გააკეთა.

ბატშუაი 2018 წლის იანვარში გადავიდა "ბორუსიაში" და დორტმუნდელთა რიგებში 2017/18 წლების სეზონის ბოლომდე იჯარის წესით იასპარეზებს.

მიშის ლონდონელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

2016 წელს, "ჩელსიმ" ბელგიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 33 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები