ბაიერნმა მაქს მაიერისადმი ინტერესი უარყო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერნმა მაქს მაიერისადმი ინტერესი უარყო


ბაიერნმა მაქს მაიერისადმი ინტერესი უარყო

მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა, განაცხადა, რომ გერმანული გრანდი გელზენკირხენის "შალკეს" ახალგაზრდა ნახევარმცველით, მაქს მაიერით, არ ინტერესდება.

"ეს ინფორმაცია ესპნურ მედიაში გავრცელდა და რეალობას რომ შეესაბამებოდეს, ამის შესახებ პირველ რიგში, გერმანელი ჟურნალისტები გაიგებდნენ.

ის კარგი მოთამაშეა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. თუმცა თუ ჩვენს ცენტრალურ ნახევარდაცვას გადავხედავთ, ახალი მოთამაშეები აღარ გვჭირდება", - აღნიშნა ბოსნიელმა სპეციალისტმა.

22 წლის გერმანელი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, რომელმაც ბუნდესლიგის 20 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები