კონტე: "კატასტროფულად გამოვიყურები, როცა საქმე ტრანსფერს ეხება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კონტე: "კატასტროფულად გამოვიყურები, როცა საქმე ტრანსფერს ეხება"


კონტე:

ანტონიო კონტე ამბობს, რომ სატრანსფერო თემებზე ბჭობის დროს ის კატასტროფულად გამოიყურება.

2018 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ჩელსიმ" როს ბარკლი და ოლივიერ ჟირუ დაიმატა.

"არის ბევრი კარგი მწვრთნელი, რომელსაც თავისუფლად შეუძლია დირექტორები ამა თუ იმ ფეხბურთელის ყიდვაში დაარწმუნოს, თუმცა მე ასეთ მწვრთნელებზეც კი გაცილებით მეტს ვსაუბრობ.

როდესაც ვცდილობ, რომ დირექტორები ფეხბურთელის ყიდვაში დავითანხმო, კატასტროფას ვემსგავსები.

ვფიქრობ, რომ ამ ასპექტში სხვა სპეციალისტებისგან ბევრი მაქვს სასწავლი", - განაცხადა კონტემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები