რამდენი დარტყმა დასჭირდა რონალდუს 9 გოლისთვის ლიგაზე და რამდენი ნეიმარს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რამდენი დარტყმა დასჭირდა რონალდუს 9 გოლისთვის ლიგაზე და რამდენი ნეიმარს?


რამდენი დარტყმა დასჭირდა რონალდუს 9 გოლისთვის ლიგაზე და რამდენი ნეიმარს?

ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში "რეალი" "პარი სენ ჟერმენს" მასპინძლობს.

ესპანური გამოცემა AS ბომბარდირების სტატისტიკას აქვეყნებს.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში რონალდუს 9 გოლი აქვს გატანილი, ნეიმარსა და კავანის კი 6-6.

ჩატარებულ 6 მატჩში, კრიშტიანუმ კარისკენ 39-ჯერ დაარტყა, საიდანაც 18 კარს აცდა, 21 კი ზუსტი იყო. საშუალოდ, რონალდუს ყოველ მე-4 დარტყმის დროს გააქვს გოლი.

ედინსონ კავანიმ ლიგის 6 მატჩში, 21-ხელ დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით, საიდანაც ზუსტი 9 გამოდგა, 12 კი კარს ასცდა. ურუგვაელს, საშუალოდ 3.5 დარტყმაში თითო გოლი გააქვს.

ნეიმარმა კარის მიმართულებით 18-ჯერ დაარტყა და 6 გოლი გაიტანა. ბრაზილიელს საშუალოდ 3 დარტყმიდან 1 გოლი გააქვს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები