ალეგრი ლიდერის გარეშე - დიბალა ტოტენჰემთან ვერ ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალეგრი ლიდერის გარეშე - დიბალა ტოტენჰემთან ვერ ითამაშებს


ალეგრი ლიდერის გარეშე - დიბალა ტოტენჰემთან ვერ ითამაშებს

ცნობილი იტალიური გამოცემები წერენ, რომ დღევანდელ მატჩში პაულო დიბალა მონაწილეობას ვერ მიიღებს.

24 წლის არგენტინელს მუხლის ქვედა მყესი აქვს დაზიანებული, თუმცა ვარაუდობდნენ, რომ ის ჩემპიონთა ლიგისთვის მზად იქნებოდა.

სავარაუდოდ, დიბალა სათადარიგო სკამზე მაინც იქნება.

ტურინული გუნდი "ტოტენჰემს" შინ იღებს და შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება.

"რა თქმა უნდა, დიბალა დიდებული მოთამაშეა, რომელსაც მატჩში ბედის გადაწყვეტა შეუძლია", - ეს მაურისიო პოჩეტინომ შეხვედრის წინ განაცხადა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები