კავანი: "ბარსელონასგან გაკვეთილი მივიღეთ და ახლა გამოცდილები ვართ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კავანი: "ბარსელონასგან გაკვეთილი მივიღეთ და ახლა გამოცდილები ვართ"


კავანი:

"პარი სენ ჟერმენის" ურუგვაელმა შემტევმა ედინსონ კავანიმ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში "რეალი" ფრანგულ გუნდს "ბერნაბეუზე" უმასპინძლებს.

"რონალდუს ცუდი ფორმა? ცხადია, რომ კრიშტიანუ ჩემზე გამოცდილი მოთამაშეა და მას ძალუძს ამ სიტუაციიდან გამოვიდეს.

"რეალისა" და "პსჟ"-ს მატჩში, ის ამ ფაქტის გამო უხერხულად არ იგრძნობს თავს. როდესაც, შემტევი ხარ მსგავსი პრობლემები ხშირად ჩნდება, თუმცა საკმარისია ერთი შეხვედრა და მოტივაცია გიბრუნდება.

გამოცდილება ლიგაზე? გასულ სეზონში, ჩვენ "ბარსელონასთან" სასწაული მატჩი დავთმეთ და ამ დაპირისპირებიდან კარგი გაკვეთილი მივიღეთ.

დღევანდელი გუნდი გაცილებით გაზრდილია და გამოცდილებაც დიდია", - განაცხადა კავანიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები