ალეგრი: "იგუაინი თუ კეინი? რა კითხვაა, რა თქმა უნდა, იგუაინი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალეგრი: "იგუაინი თუ კეინი? რა კითხვაა, რა თქმა უნდა, იგუაინი"


ალეგრი:

ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ მასიმილიანო ალეგრიმ ისაუბრა.

1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "იუვენტუსი" "ტოტენჰემს" მასპინძლობს.

"კეინი თუ იგუაინი? რა კითხვაა, რა თქმა უნდა, იგუაინი. ცხადია, რომ ინგლისელიც ტოპ კლასის მოთამაშეა, რომელიც უზომოდ ძლიერია და გოლის გატანის ალღოც აქვს.

შანსები? ვფიქრობ, რომ საკმაოდ დაბალანსებული შეხვედრა იქნება, შანსები 50-50-ზეა. ჩვენ დღევანდელ მატჩში უზომოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ.

"იუვენტუსი" ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა. გუნდმა ევრო ტურნირებზე დიდი გამოცდილება მიიღო და კარგ შედეგებსაც აფიქსირებდა. 2-ჯერ გავედით ფინალში და ეს მნიშვნელოვანია.

ბოლო წლებში, ჩვენზე კარგ შედეგს, ლიგაზე მხოლოდ "რეალი" აფიქსირებს", - განაცხადა ალეგრიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები