აზარი: "ტიერი ანრიმ სწორი რჩევა მომცა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

აზარი: "ტიერი ანრიმ სწორი რჩევა მომცა"


აზარი:

ლონდონის "ჩელსის" ლიდერი ედენ აზარი თავისი თამაშით კმაყოფილია. "ვესტ ბრომვიჩთან" მოგებულ შეხვედრაში მან დუბლი შეასრულა.

"2 წაგებული მატჩის შემდეგ, ჩვენ დაბრუნდით! დიდებული მატჩი ჩავატარეთ და 3 ქულა მოვიპოვეთ. ერთად დგომით, ყველაფერი გამოვა.

ყოველთვის თამაშს ვერ მოიგებ. გასულ წელს ჩემპიონები გავხდით და გულშემატკივრები გავახარეთ, წელს კი დიდი კრიტიკაა.

რაც შეეხება ჩემს თამაშს, ვფიქრობ, ანრიმ სწორი რჩევა მომცა, როცა მითხრა, რომ კარში უფრო ხშირად უნდა დავარტყა, მითუმეტეს ბელგიის ნაკრებში.

მაგალითად, უოტფორდთან შეხვედრაში შორიდან დავარტყი და გავიტანე კიდეც. ბევრი ფიქრის დრო არ მქონდა", - ამბობს აზარი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები