ავტორიზაცია

"რეალს" ბეილის ხელში ჩასაგდებად დაახლოებით 70 მილიონის გადახდა მოუწევს

"რეალს" ბეილის ხელში ჩასაგდებად დაახლოებით 70 მილიონის გადახდა მოუწევს
თარიღი 27 თებ 2013, 23:51
"ტოტენჰემის" ვინგერის ტრანსფერი მადრიდულ გრანდს ძალიან ძვირი დაუჯდება. უკვე დიდი ხანია, რაც გარეტ ბეილს ესპანურ კლუბს უკავშირებენ, თუმცა "ტოტენჰემის" 23-წლის შემტევი ნახევარმცველის სატრანსფერო ფასი კვლავ ძალიან მაღალია. ორშაბათს უელსელმა კიდევ ერთი შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა, და "დეზები" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილამდე აღზევდნენ. ბოლო პერიოდში გარეტის მიერ ჩატარებული საოცარი მატჩების გათვალისწინებით, მისმა სატრანსფერო ფასმა უფრო მოიმატა. იტყობინებიან, რომ დანიელ ლევი, რომელმაც ზაფხულში ლუკა მოდრიჩი "რეალს" 35 მილიონ ფუნტ სტერლინგად მიყიდა, უელსელს ამ თანხაზე ოჯერ მეტად აფასებს. ლევის "დიდი ვაჭრობა" არ უყვარს, რაც მან უკვე ძალიან ბევრჯერ დაამტკიცა. "რეალს" ბეილის ხელში ჩაგდება ადვილად არ გამოუვა. მიუხედავად ამისა, მადრიდელების ყოფილი პრეზიდენტი ხოსე რამონ კალდერონი თვლის, რომ მოცემული თანხის გადახდა კლუბს შეუძლია. "ბოლო წლებში "რეალი" სერიოზულ სატრანსფერო კამპანიას აღარ აწარმოებს, თუმცა კლუბის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მადრიდელებს გახმაურებული ტრანსფერის განხორციელების შესაძლებლობა ნამდვილად გააჩნიათ. "რეალი" ძალიან კარგ ეკონომიკურ სიტუაციაში იმყოფება და მზადაა ნებისმიერი თანხა გადაიხადოს იმ ფეხბურთელში, რომელიც მას დააინტერესებს",-განაცხადა კალდერონმა. "სამეფო კლუბს" ამ ტრანსფერის განხორციელებაში შესაძლოა ნაწილობრივ დაეხმაროს რონალდუს ახალ კონტრაქტთან დაკავშირებული გაურკვევლობა, რადგან თუ კრიშიტანუ წავა, კლუბს მისი სახელფასო ტვირთი "მოეხსნება" და ფინანსური მდგომარეობა უფრო გაუუმჯობესდება. წყარო: Daily Exspress