ლემარის მორიგი უარი მონაკოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლემარის მორიგი უარი მონაკოს


ლემარის მორიგი უარი მონაკოს

„მონაკოს“ ნახევარმცველმა, ტომას ლემარმა ახალი კონტრაქტის თაობაზე მორიგი წინადადება უარყო, იუწყება L'Equipe.

მონაკოელებს 22 წლის ფრანგთან ხელშეკრულების გახანგრძლივება უნდათ, რადგან ფეხბურთელისადმი ინტერესს ინგლისური გრანდები იჩენენ.

ახალგაზრდა ჰავბეკს „მონაკოსთან“ მოქმედი კონტრაქტის ვადა 2020 წელს ეწურება.

მიმდინარე სეზონში ლემარმა ყველა ტურნირზე ერთად 24 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები