სამპდორიას პრეზიდენტი: "სკუდეტოს ნაპოლი მოიგებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სამპდორიას პრეზიდენტი: "სკუდეტოს ნაპოლი მოიგებს"


სამპდორიას პრეზიდენტი:

"სამპდორიას" ქარიზმატულმა და ექსტრაორდინალურმა პრეზიდენტმა, მასიმო ფერერომ, იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მომავალი გამარჯვებული დაასახელა.

"ვფიქრობ, სკუდეტოს "ნაპოლი" მოიგებს.

რომელი მოთამაშის დამატებას ვისურვებდი? მაურო იკარდი უკვე გვყავდა. იგუაინიც დიდებული მოთამაშეა. მას აუცილებლად ავიყვანდი. ბევრს არ გამოსდის გოლების ისე იოლად გატანა, როგორც გონსალოს", - აღნიშნა ფერერომ.

24 ტურის შემდეგ იტალიის სერია ა-ს 64 ქულით სწორედ ნეაპოლური კლუბი ლიდერობს და ტურინის "იუვენტუსს" 1 ქულით უსწრებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი სამპდორია მასიმო ფერერო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები