რომა ალისონთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რომა ალისონთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს


რომა ალისონთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს

"რომას" ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი გუნდის გოლკიპერით, ალისონ ბეკერით, ძალიან კმაყოფილია და მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს.

25 წლის ბრაზილიელი მიმდინარე სეზონში ჩინებულად გამოიყურება და რამდენიმე ევროპული ტოპ-კლუბის ყურადღება მიიქცია, მათ შორის "პარი სენ ჟერმენის."

ალისონის ამჟამინდელი ხელფასი წელიწადში ბონუსების ჩათვლით 5 მილიონ ევროს შეადგენს და რომაული კლუბი მზად არის ანაზღაურება 1,5 მილიონით გაუზარდოს.

ალისონი "მგლებმა" 2016 წლის ზაფხულში ბრაზილიური "ინტერნასიონალიდან" 8 მილიონ ევროდ შეიძინეს და გუნდის ძირითადი მეკარე ამ სეზონში გახდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა ალისონი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები