რონალდუ რეალისა და პსჟ-ს შერეულ ნაკრებში ვერ მოხვდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუ რეალისა და პსჟ-ს შერეულ ნაკრებში ვერ მოხვდა


რონალდუ რეალისა და პსჟ-ს შერეულ ნაკრებში ვერ მოხვდა

"რეალის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ფანების ვერსიით მადრიდელთა და "პსჟ"-ს შერეული გუდის სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

გულშემატკივართა შორის აღნიშნული გამოკითხვა გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა MARCA-მ ჩაატარა.

ასე და ამგვარად, სიმბოლურ გუნდში ესპანური კლუბის 7, ხოლო ფრანგული კლუბის 4 ფეხბურთელი მოგვევლინა.

"რეალისა" და "პსჟ"-ს ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

კეილორ ნავასი - დანი ალვეში, რაფაელ ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - ტონი კროოსი, კაზემირო, ლუკა მოდრიჩი - კილიან მბაპე, ედინსონ კავანი, ნეიმარი.

შეგახსენებთ, "რეალი" და "პსჟ" ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდებიან. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი მადრიდში, 14 თებერვალს გაიმართება, საპასუხო კი პარიზში, 6 მარტს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები