ბუფონი შესაძლოა იტალიის ნაკრებში დაბრუნდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბუფონი შესაძლოა იტალიის ნაკრებში დაბრუნდეს


ბუფონი შესაძლოა იტალიის ნაკრებში დაბრუნდეს

ტურინის "იუვენტუსის" მეკარემ, ლეგენდარულმა ჯანლუიჯი ბუფონმა, შესაძლოა დასრულებული სანაკრებო კარიერა აღადგინოს და "სკუადრა აძურას" დაუბრუნდეს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შემსრულებელი, ლუიჯი დი ბაჯო, ჯიჯის დაელაპარაკა და მისი გადარწმუნება მოახერხა.

ბუფონი საერთაშორისო ფეხბურთს მარტში დაუბრუნდება, როდესაც იტალია არგენტინასთან (23 მარტი) და ინგლისთან (27) წლის პირველ ამხანაგურ თამაშებს ჩაატარებს.

მოსალოდნელია, რომ ჯანლუიჯი იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატამდე დაიცავს.

ბუფონმა სანაკრებო კარიერა გასული წლის შემოდგომაზე, შვედეთის ნაკრებთან მარცხისა და მუნდიალს მიღმა დარჩენის შემდეგ დაასრულა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იტალიის ნაკრები ჯანლუიჯი ბუფონი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები