გატუზო - ყველაზე დაბალანაზაღაურებადი მწვრთნელი სერია ა-ში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გატუზო - ყველაზე დაბალანაზაღაურებადი მწვრთნელი სერია ა-ში


გატუზო - ყველაზე დაბალანაზაღაურებადი მწვრთნელი სერია ა-ში

"მილანის" მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს, წლიური ხელფასი საკმაოდ მოკრძალებულია.

იტალიური პრესის ინფორმაციით, 40 წლის იტალიელი სპეციალისტი "როსონერის" თავკაცის პოსტზე 120 ათას ევროს გამოიმუშავებს, რაც მისი ახალგაზრდული გუნდის დროინდელი ანაზღაურების ტოლფასია.

მილანური კლუბის ხელმძღვანელობა სეზონის ბოლოს მისთვის ახალი კონტრაქტის, გაუმჯობესებული პირობებით, შეთავაზებას აპირებს.

ამ მომენტისთვის რინო გატუზო იტალიის ეროვნულ ჩემპიონატში ყველაზე დაბალანაზღაურებადი მწვრთნელია.

გატუზო "მილანს" 2017 წლის ნოემბერში ჩაუდგა სათავეში და 2018 წელი "როსონერიმ" ჩინებულად დაიწყო - იტალიის ჩემპიონატის 5 თამაშში გუნდმა 13 ქულა დააგროვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი ჯენარო გატუზო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები