ეფენბერგი ბაიერნს რიბერისთან და რობენთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ურჩევს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ეფენბერგი ბაიერნს რიბერისთან და რობენთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ურჩევს


ეფენბერგი ბაიერნს რიბერისთან და რობენთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ურჩევს

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ნახევარმცველმა და კაპიტანმა, ლეგენდარულმა შტეფან ეფენბერგმა, "რეკორდმაისტერს" არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის შენარჩუნება ურჩია.

"თუ რიბერი და რობენი შესაფერის ფორმაში იქნებიან, მაშინ "ბაიერნმა" მათთან კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს. თუმცა ეს რა თქმა უნდა, მთლიანად მთავარ მწვრთნელზეა დამოკიდებული", - განაცხადა ეფემ.

34 წლის ლეგენდარული ვინგერების მოქმედი ხელშეკრულებები სეზონის ბოლომდეა გათვლილი და გერმანული გრანდი საბოლოო გადაწყვეტილებას გაზაფხულზე მიიღებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები