ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი და რეალი ტოტენჰემის მცველით ინტერესდებიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი და რეალი ტოტენჰემის მცველით ინტერესდებიან


ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი და რეალი ტოტენჰემის მცველით ინტერესდებიან

"ტოტენჰემის" მცველმა, ტობი ალდერვეირელდმა სეზონის დასრულების შემდეგ შეიძლება ლონდონური კლუბი დატოვოს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, 28 წლის ბელგიელი "ტოტენჰემში" თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და ზაფხულში სამუშაო ადგილის შეცვლის წინააღმდეგი არ გახლავთ.

ალდერვეირელდი გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან" გასამართი მატჩისთვის ტურინში არ ჩასულა და ინგლისში დარჩა იმისათვის, რათა ფორმაში ჩადგეს. გარდა ამისა, ბელგიელმა "არსენალთან" (1:0) გამართული შეხვედრაც გამოტოვა, თუმცა მოედანზე გასასვლელად მზად იყო.

ალდერვეირელდს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ კლუბს კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების უფლება აქვს. გარდა ამისა, 2018/19 წლების სეზონის ბოლოს პოტენციურ მყიდველს მცველის 25 მლნ ფუნტად შესყიდვა შეეძლება.

ვრცელდება ცნობა, რომ არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი" და მადრიდის "რეალი".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები