აიაქსმა დაადასტურა: იუნესი ნაპოლიში გადავა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

აიაქსმა დაადასტურა: იუნესი ნაპოლიში გადავა


აიაქსმა დაადასტურა: იუნესი ნაპოლიში გადავა

ამსტერდამის "აიაქსის" შემტევი ნახევარმცველი, ამინ იუნესი, კარიერას იტალიის ეროვნულ ჩემპიონატში გააგრძელებს.

ამის შესახებ ჰოლანდიური გრანდის სპორტულმა დირექტორმა, მარკ ოვერმარსმა, ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

"იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მაქვს, ამინ იუნესი "ნაპოლიმ" უკვე გაიფორმა. ასე, რომ მისი დარჩენა მომდევნო სეზონისთვის გამორიცხულია", - განაცხადა ოვერმარსმა.

24 წლის გერმანელი ფეხბურთელი, რომელიც კონფედერაციის თასის მოქმედი გამარჯვებულია, ნეაპოლურ კლუბში იანვარში უნდა გადასულიყო, მაგრამ ოჯახური პრობლემების გამო ჰოლანდიაში დარჩა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები