მანჩესტერ სიტის სანე დაუბრუნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩესტერ სიტის სანე დაუბრუნდა


მანჩესტერ სიტის სანე დაუბრუნდა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ გარემარბმა, ლეროი სანემ ტრავმა ვადაზე ადრე მოიშუშა.

22 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა ტერფი ინგლისის თასის მე-4 რაუნდის ეგიდით "კარდიფთან" (2:0) 28 იანვარს გამართულ მატჩში დაიზიანა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სანე ექვს კვირამდე იუქმებდა, მაგრამ დღეს სანე გუნდს დაუბრუნდა და გუნდთან ერთად ბაზელში ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის გაემგზავრა.

"გაკვირვებული ვარ. ბევრს მუშაობდა, ახალგაზრდაა, მაგრამ არ ველოდი, რომ ასე პროფესიონალურად გამოიჩენდა თავს".

"ლეროი იდეალურ კონდიციებში არაა, მაგრამ ბევრი დრო მოიგო და ჩვენი დახმარება უნდა".

"კარგი სიახლეა. მან და ფიზიოთერაფევტებმა კარგად იმუშავეს", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს "ქალაქელების" ოფიციალური საიტი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები