კამპლი-გერმანულ კლუბებს: "ბაიერნს არ უნდა მივბაძოთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კამპლი-გერმანულ კლუბებს: "ბაიერნს არ უნდა მივბაძოთ"


კამპლი-გერმანულ კლუბებს:

ლევერკუზენის "ბაიერის" ნახევარმცველმა, კევინ კამპლმა, გერმანიის ჩემპიონატში მიუნხენის "ბაიერნის" დომინაციაზე ისაუბრა და "რეკორდმაისტერის" შეჩერების გეგმა დაასახელა.

"ბაიერნის" კოპირება არავის შეუძლია. გუნდები, რომლებიც ცდილობენ, რომ მიუნხენურ კლუბს მიბაძონ ისე, რომ შესაფერისი სათამაშო შესაძლებლობები არ აქვთ, ამის გამო დაისჯებიან.

"ბაიერნი" საერთოდ სხვა დონეზე თამაშობს, ვინაიდან ამ კლუბს რადიკალურად განსხვავებული შესაძლებლობები გააჩნია. ჩვენ "ბაიერნს" კი არ უნდა მივბაძოთ, არამედ მის შესაჩერებლად სხვა შესაძლებლობები გამოვნახოთ", - აღნიშნა 27 წლის სლოვენიელმა.

მიმდინარე სეზონში მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგაში სრულიად დომინირებს და 22 ტურის შემდეგ მოპოვებული 56 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს. მიუნხენელები კონკურენტებს 18 ქულით უსწრებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები