გერმანიის ნაკრებში სჯერათ, რომ ნოიერი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გერმანიის ნაკრებში სჯერათ, რომ ნოიერი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს


გერმანიის ნაკრებში სჯერათ, რომ ნოიერი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარეების მწვრთნელმა, ანდრეას კიოპკემ, მანუელ ნოიერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და იმედისმომცემი განცხადება გააკეთა.

"მე იმედი მაქვს, რომ ნოიერი ნამდვილად ჯანმრთელი იქნება და მუნდიალზე მონაწილეობას მიიღებს. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ მანუელმა უკვე დაამტკიცა, რომ მას მომზადებისთვის დიდი დრო არ სჭირდება.

მაშინ ნოიერმა გერმანიის თასის ფინალში მიიღო ტრავმა და მსოფლიო პირველობის დაწყებამდე გუნდთან ერთად არ ვარჯიშობდა. მანუელთან კონტაქტი მუდმივად მაქვს და შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის", - განაცხადა კიოპკემ.

31 წლის გერმანელმა გოლკიპერმა გასულ წელს მარცხენა ფეხის ტერფი ორჯერ მოიტეხა და სექტემბერში მეორე ოპერაციის შემდეგ უკვე ოთხი თვე გამოტოვა. ნოიერის დაბრუნება თებერვლის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი.
ასევე იხილეთ თემაზე:
გერმანიის ნაკრები მანუელ ნოიერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები