მილანის ექს-მცველი ჩინურ კლუბში გადასვლასთან ახლოსაა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მილანის ექს-მცველი ჩინურ კლუბში გადასვლასთან ახლოსაა


მილანის ექს-მცველი ჩინურ კლუბში გადასვლასთან ახლოსაა

მცველმა, გაბრიელ პალეტამ კარიერა შეიძლება ჩინეთში გააგრძელოს, იტყობინება ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს საიტი.

ფეხბურთელი, რომელსაც ამ კვირაში 32 წელიწადი შეუსრულდება, "ცზიანსუ სუნინში" გადასვლასთანაა ახლოს.

მოგეხსენებათ, "ცზიანსუ სუნინს" ამჟამად ცნობილი იტალიელი სპეციალისტი, ფაბიო კაპელო უდგას სათავეში.

იანვარში პალეტამ "მილანთან" გაწყვიტა კონტრაქტი. მცველს მიმდინარე სეზონში სერია ა-ში ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები