იტალიის ნაკრები შესაძლოა სარიმ ან ალეგრიმ ჩაიბაროს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იტალიის ნაკრები შესაძლოა სარიმ ან ალეგრიმ ჩაიბაროს


იტალიის ნაკრები შესაძლოა სარიმ ან ალეგრიმ ჩაიბაროს

იტალიური ფეხბურთის ფედერაციის ქვე-კომისარმა, ალესანდრო კოსტაკურტამ, ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტზე კიდევ ორი ალტერნატივა დაასახელა.

"ვფიქრობ, იტალიელი მწვრთნელები მსოფლიოში საუკეთესონი არიან და ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს. ამ ეტაპზე არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც ჩვენს პროექტსა და იდეას იდეალურად ერგება.

მაურიციო სარი ან მასიმილიანო ალეგრი? ორივე მათგანი დიდებული იქნებოდა, მართლაც შთამბეჭდავი კანდიდატები არიან!

მიუხედავად იმისა, რომ მათ ახლა მოქმედი კონტრაქტები აქვთ, წინ კიდევ ორი თვეა და ჩვენ იმედებს არ ვკარგავთ. სიტუაცია 100%-თ უნდა გავაანალიზოთ და მოლაპარაკებები მიზანმიმართლად წარვმართოთ", - აღნიშნა კოსტაკურტამ.

"სკუადრა აძურას" დროებით, მარტის ამხანაგურ თამაშებში, ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი, ლუიჯი დი ბაჯო, უხელმძღვანელებს, მაგრამ მას შემდეგ გუნდს ახალი დამრიგებელი ეყოლება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები