ჰუმელსი: "მიეცით გორეცკას სეზონის მშვიდად ჩამთავრების საშუალება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰუმელსი: "მიეცით გორეცკას სეზონის მშვიდად ჩამთავრების საშუალება"


ჰუმელსი:

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, მატს ჰუმელსმა, ლეონ გორეცკას ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე კომენტარი გააკეთა.

"მიეცით გორეცკას "შალკეში" სეზონის მშვიდად ჩამთავრების საშუალება", - ციტირებს 29 წლის გერმანელის მცველის სიტყვებს გერმანული სპორტული გამოცემა "Sport1".

გელზენკირხენის "შალკეს" 22 წლის გერმანელმა ნახევარმცველმა "რეკორდმაისტერთან" 4 წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა და "ბაიერნის" წევრი მომდევნო სეზონიდან გახდება.

მის ტრანსფერს გელზენკირხენში სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა და ერთ-ერთი თამაშის დროს "შალკეს" ქომაგებმა სტადიონზე მისი საწინააღმდეგო ბანერებიც გამოფინეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები