დუგლას კოშტა: "იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის მოგებას იმსახურებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დუგლას კოშტა: "იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის მოგებას იმსახურებს"


დუგლას კოშტა:

ტურინის "იუვენტუსის" ბრაზილიელი ვინგერი, დუგლას კოშტა, მიიჩნევს, რომ მისმა კლუბმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგება დაიმსახურა.

"არავის უნდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი წააგოს. "იუვენტუსმა" ამ ტურნირის მოგება დაიმსახურა, ვინაიდან ეს გუნდი ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და ცდილობს, რომ საუკეთესოდ იასპარეზოს.

ვფიქრობ, ყველა დიდი კლუბი ოცნებობს ჩემპიონთა ლიგაზე და ჩვენ გამონაკლისი არ ვართ. ყოველდიურად ბევრს ვმუშაობთ იმისათვის, რომ მოვიგოთ ყოველი ტურნირი, რომელშიც გამოვდივართ.

ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვართ და მისი მოგება გვსურს", - განაცხადა კოშტამ.

"ბებერ ქალბატონს" ჩემპიონთა ლიგა 1996 წლის შემდეგ არ მოუგია. "იუვენტუსი" მას შემდეგ ფინალში ხუთჯერ გავიდა და ხუთივეჯერ მარცხი განიცადა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი დუგლას კოშტა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები