ზიდანი: "ეს არა რონალდუსი და ნეიმარის, არამედ რეალისა და პსჟ-ს დაპირისპირებაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანი: "ეს არა რონალდუსი და ნეიმარის, არამედ რეალისა და პსჟ-ს დაპირისპირებაა"


ზიდანი:

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-სთან გასამართ უახლოეს შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

"მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ, წინ არ გავრბივართ. ის ფაქტი, რომ ჩვენს წინააღმდეგ ფრანგული გუნდია, ჩემთვის არანაირ როლს არ თამაშობს. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, თუ როგორ ჩავატაროთ კარგი მატჩი. დიახ, მარსელიდან ვარ და "პსჟ" ყოველთვის ჩვენი პრინციპული მეტოქე იყო. თუმცა, ახლა "რეალში" ვარ და მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. ვიმედოვნებ, ლამაზი მატჩი იქნება".

"რონალდუ და ნეიმარი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. რონალდუ ფეხბურთელია, რომელმაც წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწია და ხუთი "ოქროს ბურთი" დაისაკუთრა, ამიტომაც ჯერჯერობით მათი შედარება არ შეიძლება. ეს არა რონალდუსი და ნეიმარის, არამედ "რეალისა" და "პსჟ"-ს დაპირისპირებაა. გამოვიყენებ თუ არა ნეიმარის წინააღმდეგ პერსონალურ დაცვას? კომენტარის გარეშე".

"ამ ეტაპზე, შანსები თანაბარია. ასეთი დონის მატჩებში მონაწილეობის მიღბით ძალიან გახარებულები ვართ. გულშემატკივრებს შესანიშნავი ფეხბურთის ხილვა უნდათ, მეტი არაფრის", - ციტირებს ზიდანის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები