კოუტინიომ შეიძლება პორტუგალიური პასპორტი აიღოს - რა არის ამის მიზეზი? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კოუტინიომ შეიძლება პორტუგალიური პასპორტი აიღოს - რა არის ამის მიზეზი?


კოუტინიომ შეიძლება პორტუგალიური პასპორტი აიღოს - რა არის ამის მიზეზი?

ფილიპე კოუტინიო პორტუგალიური პასპორტის ასაღებად დოკუმენტებს ამზადებს, ავრცელებს ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo.

ზემოთნახსენები პასპორტი "ბარსელონას" 25 წლის ჰავბეკმა შეიძლება ძალიან მალე აიღოს, რადგან მის მეუღლეს პორტუგალიური პასპორტი უკვე აქვს და ისინი უკვე სამი წელიწადია დაქორწინებულები არიან.

პორტუგალიური კანონების თანახმად, ახლა კოუტინიოსაც შეუძლია სახელმწიფოს მოქალაქე გახდეს.

თუ "ბლაუგრანას" ბრაზილიელი ფეხბურთელი პორტუგალიურ პასპორტს მიიღებს, მაშინ ეს კატალონიურ გრანდს მისცემს იმის უფლებას, რომ ევროკავშირის პასპორტის არმქონე ფეხბურთელის ტრანსფერი განახორციელოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები