ლივერპულს კლაინი დაუბრუნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლივერპულს კლაინი დაუბრუნდა


ლივერპულს კლაინი დაუბრუნდა

"ლივერპულის" თავკაცმა, იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ გუნდს მცველი, ნათანიელ კლაინი დაუბრუნდა.

26 წლის ფეხბურთელს, მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში არ უთამაშია, ნოემბერში კი ოპერაცია გაიკეთა.

"კლაინი დაბრუნდა, თუმცა ჯერ კიდევ ადრეა მოედანზე მის გასვლაზე საუბარი", - ციტირებს კლოპის სიტყვებს "ლივერპულის" ოფიციალური საიტი.

"კარგია, რომ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. მაგრამ კლაინს დიდი ხანია არ უთამაშია, ამიტომაც აღდგენისთვის დრო დასჭირდება".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები