ბაიერნი ვიდალის ტრანსფერზე დაყენებას აპირებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერნი ვიდალის ტრანსფერზე დაყენებას აპირებს


ბაიერნი ვიდალის ტრანსფერზე დაყენებას აპირებს

მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელები მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ნახევარმცველ არტურო ვიდალის ტრანსფერზე დაყენებას გეგმავენ, იუწყება Bild.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, ჩილელი ფეხბურთელის შეძენით, მაგალითად, ლონდონის "ჩელსია" დაინტერესებული.

ვიდალს გერმანელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურება, თავად სამუშაო ადგილის შეცვლა არ უნდა. თუმცა, ეს "ბაიერნის" გეგმებს არ ცვლის.

მომავალი სეზონიდან მიუნხენელების რიგებს "შალკესა" და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი, ლეონ გორეცკა შეავსებს, კლუბში კი ფიქრობენ, რომ გუნდის ნახევარდაცვის ხაზი საკმარისად ძლიერი იქნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები